ისაუბრეს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე - იოსელიანი აშხაბადში თურქმენეთის ომბუდსმენს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამუშაო ვიზიტით აშხაბადში იმყოფებოდა, სადაც თურქმენეთის ომბუდსმენს, პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე, გამოცდილების გაზიარებაზე და სამომავლო მემორანდუმზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ქალაქ აშხაბადში თურქმენეთის ომბუდსმენს, იაზდურსუნ გურბანნაზაროვას შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათი განცხადებით, მხარეებმა ისაუბრეს ინსტიტუტებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, იაზდურსუნ გურბანნაზაროვამ კი დადებითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა.
"25-27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თურქმენეთის ადამიანის უფლებათა კომისრის (ომბუდსმენის) იაზდურსუნ გურბანნაზაროვას მოწვევით, სამუშაო ვიზიტით ქალაქ აშხაბადში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა თურქმენეთის ომბუდსმენის ოფისში, პარლამენტსა (მეჯლისი) და საგარეო საქმეთა სამინისტროში.
თურქმენეთის ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრაზე მხარეებმა ინსტიტუტებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იაზდურსუნ გურბანნაზაროვამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, განსაკუთრებით პრევენციის ეროვნული მექანიზმის (NPM) საქმიანობა და აღნიშნა, რომ მზად არის ეროვნული პრევენციული მექანიზმის შექმნისას გაიზიაროს ქართული გამოცდილება. მხარეები მომავალ წელს, თურქმენეთის ომბუდსმენის ინსტიტუტის 10 წლისთავთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე შეთანხმდნენ." - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატი აგრეთვე აღნიშნავს, რომ გარდა ომბუდსმენისა, იოსელიანი აგრეთვე შეხვდა თურქმენეთის პარლამენტის საერთაშორისო და საპარლამენტაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.
"აშხაბადში ვიზიტისას სახალხო დამცველი ასევე შეხვდა თურქმენეთის პარლამენტის საერთაშორისო და საპარლამენტაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის აპარატის 30-წლიან გამოცდილებაზე, ინსტიტუციურ განვითარებასა და ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშის სტრუქტურაზე. საუბარი შეეხო ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, მათ შორის, პარლამენტში კანონშემოქმედებით პროცესსა და გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობის გაძლიერებას. თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ფართო მანდატის მქონე ინსტიტუტის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლევან იოსელიანმა თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კონსტანტინე საბიაშვილთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონიაში და ესტუმრა საქართველოს საელჩოს თურქმენეთში." - წერია განცხადებაში.
ციტატები სტატიიდან
„25-27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თურქმენეთის ადამიანის უფლებათა კომისრის (ომბუდსმენის) იაზდურსუნ გურბანნაზაროვას მოწვევით, სამუშაო ვიზიტით ქალაქ აშხაბადში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა თურქმენეთის ომბუდსმენის ოფისში, პარლამენტსა (მეჯლისი) და საგარეო საქმეთა სამინისტროში. თურქმენეთის ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრაზე მხარეებმა ინსტიტუტებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იაზდურსუნ გურბანნაზაროვამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, განსაკუთრებით პრევენციის ეროვნული მექანიზმის (NPM) საქმიანობა და აღნიშნა, რომ მზად არის ეროვნული პრევენციული მექანიზმის შექმნისას გაიზიაროს ქართული გამოცდილება. მხარეები მომავალ წელს, თურქმენეთის ომბუდსმენის ინსტიტუტის 10 წლისთავთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე შეთანხმდნენ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.