ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საქართველოს სახალხო დამცველი სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა თურქმენეთის ომბუდსმენის ოფისში, პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მხარეებმა ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საქართველოს სახალხო დამცველი სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა
საქართველოს სახალხო დამცველი სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდაინტერპრესნიუსი

25-27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თურქმენეთის ადამიანის უფლებათა კომისრის (ომბუდსმენის) იაზდურსუნ გურბანნაზაროვას მოწვევით, სამუშაო ვიზიტით ქალაქ აშხაბადში იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა თურქმენეთის ომბუდსმენის ოფისში, პარლამენტსა (მეჯლისი) და საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„თურქმენეთის ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრაზე მხარეებმა ინსტიტუტებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იაზდურსუნ გურბანნაზაროვამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, განსაკუთრებით პრევენციის ეროვნული მექანიზმის (NPM) საქმიანობა და აღნიშნა, რომ მზად არის ეროვნული პრევენციული მექანიზმის შექმნისას გაიზიაროს ქართული გამოცდილება. მხარეები მომავალ წელს, თურქმენეთის ომბუდსმენის ინსტიტუტის 10 წლისთავთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე შეთანხმდნენ.

აშხაბადში ვიზიტისას სახალხო დამცველი ასევე შეხვდა თურქმენეთის პარლამენტის საერთაშორისო და საპარლამენტაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის აპარატის 30-წლიან გამოცდილებაზე, ინსტიტუციურ განვითარებასა და ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშის სტრუქტურაზე. საუბარი შეეხო ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, მათ შორის, პარლამენტში კანონშემოქმედებით პროცესსა და გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობის გაძლიერებას. თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ფართო მანდატის მქონე ინსტიტუტის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლევან იოსელიანმა თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კონსტანტინე საბიაშვილთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონიაში და ესტუმრა საქართველოს საელჩოს თურქმენეთში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თურქმენეთის ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრაზე მხარეებმა ინსტიტუტებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იაზდურსუნ გურბანნაზაროვამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, განსაკუთრებით პრევენციის ეროვნული მექანიზმის (NPM) საქმიანობა და აღნიშნა, რომ მზად არის ეროვნული პრევენციული მექანიზმის შექმნისას გაიზიაროს ქართული გამოცდილება. მხარეები მომავალ წელს, თურქმენეთის ომბუდსმენის ინსტიტუტის 10 წლისთავთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე შეთანხმდნენ. აშხაბადში ვიზიტისას სახალხო დამცველი ასევე შეხვდა თურქმენეთის პარლამენტის საერთაშორისო და საპარლამენტაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის აპარატის 30-წლიან გამოცდილებაზე, ინსტიტუციურ განვითარებასა და ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშის სტრუქტურაზე. საუბარი შეეხო ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, მათ შორის, პარლამენტში კანონშემოქმედებით პროცესსა და გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობის გაძლიერებას. თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და ფართო მანდატის მქონე ინსტიტუტის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლევან იოსელიანმა თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კონსტანტინე საბიაშვილთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონიაში და ესტუმრა საქართველოს საელჩოს თურქმენეთში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.