პოლიტიკა · 21 ოქტომბერი, 15:43
სახალხო დამცველი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გერმანიის ახალ ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აპარატის საქმიანობა გააცნო.

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა.
სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო.
მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.