ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი კონსოლიდირებული ანგარიშები განიხილა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციების 2024-2025 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგები განიხილა.

მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი კონსოლიდირებული ანგარიშები განიხილა
მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი კონსოლიდირებული ანგარიშები განიხილარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი საქართველოს სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციების 2024 და 2025 წლების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტების შედეგები განიხილა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, აუდიტის ჯგუფი პირველად განიხილავს კონსოლიდირებულ ანგარიშებს.

„ჩვენ დღემდე შესაბამისობის, ფინანსურ და ეფექტიანობის აუდიტებს ვიხილავდით. ახლა დაგვემატა სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიშის განხილვა. აუდიტის სამსახურმა პირველად მოამზადა ასეთი ანგარიში. ეს ევროპის საუკეთესო პრაქტიკაა, რაც საშუალებას გვაძლევს, მთლიანობაში დავინახოთ ბიუჯეტი, მასთან დაკავშირებული პროცესები, ტენდენციები და პრობლემები“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

როგორც მომხსენებელმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კეკელიშვილმა განაცხადა, ფინანსური აუდიტი ძირითადად მოიცავდა: ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საკითხებს, ასევე შიდა კონტროლის გარემოს შეფასებას.

მისი თქმით, აუდიტის შედეგად გაიცა მოდიფიცირებული (უარყოფითი) მოსაზრებები. სულ გაცემულია 49 რეკომენდაცია.

გიორგი კეკელიშვილის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში რეკომენდაცია არ გაცემულა, რადგან არსებობდა წინა წლებში ჩატარებული ფინანსური აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაცია, რომელსაც აუდიტის დამტკიცების ეტაპზე ჰქონდა სტატუსი „მიმდინარე“.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ფინანსური ანგარიშგების აუდიტში ასახული მიგნებები ეხება როგორც უშუალოდ სამინისტროებს, ასევე მათ დაქვემდებარებაში არსებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს.

გიორგი კეკელიშვილის განცხადებით, აუდიტის ანგარიშებში ასახული მიგნებები შეეხება ოთხ მიმართულებას: ფინანსური აქტივები და ვალდებულებები; არაფინანსური აქტივები; შემოსავლები და ხარჯები; ზოგადი კონტროლის მექანიზმები.

აღნიშნულ მიმართულებებზე საუბრისას მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა: იმ ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებზე, რომელთა სისწორეზე, შეფასებასა და მიკუთვნებაზე რწმუნება ვერ იქნა მიღებული; სახელმწიფო საწარმოებში არსებული წილების აღრიცხვის ხარვეზებზე; აღურიცხველ არაფინანსურ აქტივებზე; შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის ხარვეზებზე, აგრეთვე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე სამინისტროების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ დღემდე შესაბამისობის, ფინანსურ და ეფექტიანობის აუდიტებს ვიხილავდით. ახლა დაგვემატა სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიშის განხილვა. აუდიტის სამსახურმა პირველად მოამზადა ასეთი ანგარიში. ეს ევროპის საუკეთესო პრაქტიკაა, რაც საშუალებას გვაძლევს, მთლიანობაში დავინახოთ ბიუჯეტი, მასთან დაკავშირებული პროცესები, ტენდენციები და პრობლემები“
პაატა კვიჟინაძემ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები