პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი ე.წ. ვეტინგზე: ქართველმა ერმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და უნდა ჰყავდეს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. ასე მიგვაჩნდა ჩვენ იურისტებსაც და არა იურისტებსაც დღემდე, სანამ ევრო ბიუროკრატიამ მოიგონა ის სისტემა, რომელიც პირდაპირ თავზე ლაფს ასხამს ნებისმიერი ქვეყნის სასამართლო დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს

დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ე.წ. ვეტინგის სისტემა ნებისმიერი ქვეყნის სასამართლო დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს „თავზე ლაფს ასხამს“ და დემოკრატიის დამსხვრევას ემსახურება.

დავით მათიკაშვილი ე.წ. ვეტინგზე: ქართველმა ერმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და უნდა ჰყავდეს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. ასე მიგვაჩნდა ჩვენ იურისტებსაც და არა იურისტებსაც დღემდე, სანამ ევრო ბიუროკრატიამ მოიგონა ის სისტემა, რომელიც პირდაპირ თავზე ლაფს ასხამს ნებისმიერი ქვეყნის სასამართლო დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს
იმედინიუსი

საქართველოს კონსტიტუცია იწყება ასე, რომ ქართველმა ერმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და უნდა ჰყავდეს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის ეს ჩანაწერის არის ისეთი დებულება, რომელშიც ეჭვის შეტანა შეუძლებელია.

„ასე მიგვაჩნდა ჩვენ იურისტებსაც და არა იურისტებსაც დღემდე, სანამ ევრო ბიუროკრატიამ მოიგონა ის სისტემა, რომელიც პირდაპირ თავზე ლაფს ასხამს ნებისმიერი ქვეყნის სასამართლო დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

როგორ წარმოგიდგენიათ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა აირჩია ესა თუ ის სახელისუფლებო რგოლი და ამ მოცემულობაში შემოვიდეს ინიექციურად უცხო ძალა, რომელიც ადგილობრივი, არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება თუ სხვა რაღაცა სტრუქტურა, რასაც ხალხის ნებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, ამ სტრუქტურის და გარედან ნაკარნახევი ინსტრუქციების მეშვეობით მოახდინონ ამა თუ იმ პირის კეთილსინდისიერების შემოწმება.

ვინ ეკითხება უხო ძალას საქართველოს მოსახლეობა ვის აირჩევს ხელისუფლებაში. თუ დემოკრატია დემოკრატიად მიაჩნიათ, რისთვის არის ეს ყველაფერი მოტანილი, თუ არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს დემოკრატია თავზე დაამსხვრიონ ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას და ევროკავშირი საბჭოთა კავშირად აქციონ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი – არ მგონია, ღირსეულმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ტაშით მიიღოს სუვერენიტეტში ჩარევა, რასაც ბრიუსელი ცდილობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები