ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილა

ფინანსთა სამინისტროეკონომიკის სამინისტროსაქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაქართველოს რკინიგზა

პარლამენტის მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო საწარმოების მართვის, საწვავისა და შრომის ხარჯების აუდიტის ანგარიშები განიხილა, სადაც გამოვლენილ დარღვევებსა და ხარვეზებზე აუდიტის სამსახურმა არაერთი რეკომენდაცია გასცა.

მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილა
მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილაიმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი სამი ანგარიში განიხილა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კეკელიშვილმა სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში წარადგინა.

მისი განცხადებით, აუდიტის პერიოდი მოიცავს 2023-2025 წლებს, ხოლო აუდიტის ობიექტები არიან: ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

როგორც გიორგი კეკელიშვილმა აღნიშნა, აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები შეეხება: სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, სამედიცინო პროფილის სახელმწიფო საწარმოების მართვას და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს/სამინისტროს მართვას დაქვემდებარებულ საწარმოებს.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ მიგნებებზე 12 რეკომენდაცია გაიცა.

გიორგი კეკელიშვილმა ასევე წარადგინა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შრომის ანაზღაურებისა და საწვავის ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანაგარიში.

მისი განაცხადებით, აუდიტის ობიექტებს წარმოადგენენ: სს „საქართველოს რკინიგზა“, შპს „საქართველოს ფოსტა“, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, შპს „საქაერონავიგაცია“ და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“. აუდიტის პერიოდი 2023-2024 წლებს მოიცავს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები საწვავისა და შრომის ანაზღაურების ხარჯებს შეეხება, რომლის საფუძველზეც აუდიტის სამსახურმა 5 რეკომენდაცია გასცა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წამყვანმა აუდიტორმა, ანა ბურდიაშვილმა სხდომაზე „შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტის ანგარიში წარადგინა.

მისი განცხადებით, აუდიტის ობიექტებს წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“, ხოლო აუდიტის პერიოდი 2023-2024 წლებს მოიცავს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები შეეხება: დაბალ ფინანსურ მაჩვენებლებს, შვილობილი კომპანიების მართვის ნაკლოვანებებს, დირექტორის მრჩევლების დასაქმების პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებსა და სახელმწიფო შესყიდვებს. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ მიგნებებზე 9 რეკომენდაცია გაიცა.

მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე, აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს და რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშები განიხილა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი კონსოლიდირებული ანგარიშები განიხილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები