ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა კვიჟინაძე: კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიში გვაძლევს საშუალებას, ბიუჯეტი კომპლექსურად დავინახოთ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიში ბიუჯეტის კომპლექსურად დანახვის და საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბიუჯეტის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი პირველად განახორციელა და 10 სამინისტროზე 49 რეკომენდაცია გასცა, რომლებიც სამინისტროებმა გაიზიარეს.

პაატა კვიჟინაძე: კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიში გვაძლევს საშუალებას, ბიუჯეტი კომპლექსურად დავინახოთ
პაატა კვიჟინაძე: კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიში გვაძლევს საშუალებას, ბიუჯეტი კომპლექსურად დავინახოთრუსთავი 2

"სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიში გვაძლევს საშუალებას, ბიუჯეტს შევხედოთ კომპლექსურად, გვქონდეს სრული სურათი ბიუჯეტის მართვის ზოგად ტენდენციებსა და რეალური მდგომარეობის შესახებ. ეს პროცესი კი, რომელიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება, საერთაშორისო რეიტინგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი კონსოლიდირებული ანგარიშები განიხილეს.

აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს პირველად ვიხილავთ კონსოლიდირებულ ანგარიშებს. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პირველად განახორციელა ბიუჯეტის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

მანამდე ფინანსური აუდიტი თითოეულ სამინისტროში ინდივიდუალურად ტარდებოდა.

აუდიტის პერიოდი მოიცავს 2024 - 2025 წლებს და 10 სამინისტროზე გაცემულია 49 რეკომენდაცია. განხილვა წარიმართა საქმიან და კონსტრუქციულ რეჟიმში. აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები გაიზიარეს სამინისტროებმა. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციების შესრულების კონკრეტული გრაფიკი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიში გვაძლევს საშუალებას, ბიუჯეტს შევხედოთ კომპლექსურად, გვქონდეს სრული სურათი ბიუჯეტის მართვის ზოგად ტენდენციებსა და რეალური მდგომარეობის შესახებ. ეს პროცესი კი, რომელიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება, საერთაშორისო რეიტინგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაატა კვიჟინაძე: არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები. ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები და სოციალური პროგრამებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები