ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შუახევის მუნიციპალიტეტში მასშტაბური სკრინინგ აქცია ჩატარდა

შუახევის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებმა სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებებისა და ჰეპატიტების კვლევები ჩაიტარეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

შუახევის მუნიციპალიტეტში მასშტაბური სკრინინგ აქცია ჩატარდა
შუახევის მუნიციპალიტეტში მასშტაბური სკრინინგ აქცია ჩატარდარუსთავი 2

ვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. აქციის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თითოეულ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, ზედმეტი ბარიერების გარეშე მიიღოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური სერვისები, რაც პირდაპირ აისახება ბენეფიციართა მომართვიანობის ზრდასა და ჯანმრთელობის რისკების დროულ პრევენციაზე.

გამოკვლევები ადგილზე თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.

16 მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით სკრინინგების ჯამურმა რაოდენობამ რეგიონების მიხედვით 63 993 შეადგინა.

სკრინინგ აქციის მიმდინარეობას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამიასთან, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ომარ ტაკიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადიგენის მუნიციპალიტეტში სკრინინგ აქცია ჩატარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები