ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ლელოს", გახარიას პოლიტიკურ ძალასა და "ნაცმოძრაობას" ამოცანაც ერთი აქვს და გეგმაც - გია ვოლსკი

ლელონაციონალური მოძრაობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, "ლელოს", გახარიას პოლიტიკურ ძალასა და "ნაცმოძრაობას" ერთი ამოცანა და გეგმა აქვთ, ხოლო ოპოზიციის შიგნით ძალების დივერსიფიცირების მცდელობა მიმდინარეობს.

"ლელოს", გახარიას პოლიტიკურ ძალასა და "ნაცმოძრაობას" ამოცანაც ერთი აქვს და გეგმაც - გია ვოლსკი
"ლელოს", გახარიას პოლიტიკურ ძალასა და "ნაცმოძრაობას" ამოცანაც ერთი აქვს და გეგმაც - გია ვოლსკირუსთავი 2

"კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში" არის მცდელობა, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ძალების და, მათი აზრით, ფუნქციას უნდა ასრულებდეს "ლელო", რომელიც უნდა უპირისპირდებოდეს ყველას და გახარიას პოლიტიკური ძალა, რომელიც სიტყვიერად უპირისპირდება "ნაცმოძრაობას", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, რეალურად, ოპოზიციას ამოცანაც და გეგმაც ერთი აქვს.

"ზოგადი განცხადებები, ერთმანეთის დაგესვლა, შეტევები არაფერს არ განაპირობებს.

კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში" არის მცდელობა, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ძალების და, მათი აზრით, ფუნქციას უნდა ასრულებდეს "ლელო", რომელიც უნდა უპირისპირდებოდეს ყველას და გახარიას პოლიტიკური ძალა, რომელიც სიტყვიერად უპირისპირდება "ნაცმოძრაობას", მაგრამ მათთან ერთად კოალიციური საქმიანობა ჩვენ თვალწინ ვითარდება.

ამოცანაც ერთი აქვთ, გეგმაც ერთი აქვთ. სამომავლოდ კიდევ რას მოიფიქრებენ არ ვიცი, მაგრამ ამ სცენარის მნიშვნელოვანი რესურსი უკვე გახარჯულია, ისევე როგორც უშველებელი ფინანსური რესურსები", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არის მცდელობა, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ძალების და, მათი აზრით, ფუნქციას უნდა ასრულებდეს“
გია ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.