ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი – ოპოზიციაში არცერთს არ გადაუდგამს ნაბიჯი, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტის პოლიტიკური პროცესი განვითარებულიყო, მუდმივი ჯახია, რომელიც წახალისებულია „დიფ სთეითისგან“

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნებანაციონალური მოძრაობალელო

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციაში მუდმივი ჯახია, რაც „ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ მიერ არის წახალისებული. იგი ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის „ლელოს“, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად საბოტაჟში მონაწილეობაში ადანაშაულებს.

გია ვოლსკი – ოპოზიციაში არცერთს არ გადაუდგამს ნაბიჯი, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტის პოლიტიკური პროცესი განვითარებულიყო, მუდმივი ჯახია, რომელიც წახალისებულია „დიფ სთეითისგან“
გია ვოლსკი – ოპოზიციაში არცერთს არ გადაუდგამს ნაბიჯი, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტის პოლიტიკური პროცესი განვითარებულიყო, მუდმივი ჯახია, რომელიც წახალისებულია „დიფ სთეითისგან“პირველი არხი

ოპოზიციის მხარდამჭერები ელოდებიან, რომ პარტიებიდან ვინმე გამოვა და იტყვის, არავითარი კავშირი არ აქვს არც რევოლუციურ პროცესებთან, არც იმ მოქმედებებთან, რომელიც შეიძლება, საბოტაჟის ნიშნით იყოს შეფასებული და დაამტკიცებს, რომ ბრძოლა და ხელისუფლებაში მოსვლა სახელმწიფო განვითარებისთვის უნდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში არცერთს არ გადაუდგამს ნაბიჯი, რომ საქართველოში ევროპული სტანდარტის პოლიტიკური პროცესი განვითარებულიყო.

„მუდმივად ჯახია, რომელიც ფინანსურად და პოლიტიკურად წახალისებულია ომის პარტიისგან, „დიფ სთეითისგან“. ეს რეალობა შექმნეს და ამ რეალობის საწინააღმდეგოდ, რომ ისინი ამაში არ მონაწილეობენ, არავის განცხადება არ გაუკეთებია. ყველა აპელირებს, თითქოსდა „ქართული ოცნებაა“ დამნაშავე, რომ რუსეთი საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენს და აგრესიის განვითარება მოსალოდნელია. თითქოსდა ჩვენი ბრალია, რომ რუსეთს გარკვეული უპირატესობები აქვს სამხრეთ კავკასიაში და შეუძლია, ოკუპაცია აგრესიული გახადოს, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არსებობს და არა „ნაცმოძრაობამ“. არცერთს არ გაუკეთებია განცხადება, რომ რევოლუცია არის რეალურად მცდელობა და საბოტაჟია ის ბრალდება, რომელიც არ ეკუთვნით. უნდათ, ცალ-ცალკე პარტიები იყოს განხილული. გამოვიდნენ და თქვან, რატომ წარმოუდგენიათ, თავისი პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ გარეთ მყოფ სტრუქტურად, რომელსაც თურმე ცალკე უნდა წაუყენო ბრალდება. „ლელო“ არ უარყოფს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ კავშირი ჰქონდა, გინდა ფინანსური და გინდა პოლიტიკური. არგუმენტი თუ აქვთ, თქვან. „ლელო“ არ ამბობს რატომ მონაწილეობს „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ქვეყნის დასანგრევად საბოტაჟში. ეს არის ერთი ძალა, რომელიც ამ ყველაფერში ერთად მონაწილეობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მუდმივად ჯახია, რომელიც ფინანსურად და პოლიტიკურად წახალისებულია ომის პარტიისგან, „დიფ სთეითისგან“. ეს რეალობა შექმნეს და ამ რეალობის საწინააღმდეგოდ, რომ ისინი ამაში არ მონაწილეობენ, არავის განცხადება არ გაუკეთებია. ყველა აპელირებს, თითქოსდა „ქართული ოცნებაა“ დამნაშავე, რომ რუსეთი საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენს და აგრესიის განვითარება მოსალოდნელია. თითქოსდა ჩვენი ბრალია, რომ რუსეთს გარკვეული უპირატესობები აქვს სამხრეთ კავკასიაში და შეუძლია, ოკუპაცია აგრესიული გახადოს, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არსებობს და არა „ნაცმოძრაობამ“. არცერთს არ გაუკეთებია განცხადება, რომ რევოლუცია არის რეალურად მცდელობა და საბოტაჟია ის ბრალდება, რომელიც არ ეკუთვნით. უნდათ, ცალ-ცალკე პარტიები იყოს განხილული. გამოვიდნენ და თქვან, რატომ წარმოუდგენიათ, თავისი პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ გარეთ მყოფ სტრუქტურად, რომელსაც თურმე ცალკე უნდა წაუყენო ბრალდება. „ლელო“ არ უარყოფს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ კავშირი ჰქონდა, გინდა ფინანსური და გინდა პოლიტიკური. არგუმენტი თუ აქვთ, თქვან. „ლელო“ არ ამბობს რატომ მონაწილეობს „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ქვეყნის დასანგრევად საბოტაჟში. ეს არის ერთი ძალა, რომელიც ამ ყველაფერში ერთად მონაწილეობდა“
გია ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გია ვოლსკი სერბეთის არჩევნებზე: კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს მათმა მოკავშირეებმა გაიმარჯვეს, თუმცა აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები