პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თუ ევროპელებს ნამდვილად ეყოლებათ ვინმე, ვინც როგორმე მაინც იქნება უფლებამოსილი მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად, მზად ვიქნებით მათთან სასაუბროდ - დიმიტრი პესკოვი

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ ევროპელებს მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის უფლებამოსილი პირი ეყოლებათ და სურვილიც ექნებათ, რუსეთი მათთან სასაუბროდ მზად იქნება.

თუ ევროპელებს ნამდვილად ეყოლებათ ვინმე, ვინც როგორმე მაინც იქნება უფლებამოსილი მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად, მზად ვიქნებით მათთან სასაუბროდ - დიმიტრი პესკოვი
რუსთავი 2

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ ევროპელებს ეყოლებათ პირი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დიალოგის წარმართვის უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი და ამის სურვილიც ექნებათ, რუსეთი მზად არის მათთან სასაუბროდ.

"თუ ევროპელებს ნამდვილად ეყოლებათ ვინმე, ვინც როგორმე მაინც იქნება უფლებამოსილი მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად, და თუ ევროპელებს რეალურად აქვთ სურვილი, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით მათთან სასაუბროდ", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ევროპელების მოლაპარაკებებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხის მოგვარებაზე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროკავშირის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის წარმომადგენლები ზელენსკის შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები