თენგიზ შარმანაშვილი – სუს-ი რაც უფრო სტაბილურია, მით უკეთესია, ამას ჩვენც ვისურვებდით, მაგრამ გეკა გელაძემ თავად გადაწყვიტა, თანამდებობიდან წასულიყო, მოხარული ვარ, რომ ის სამართალდამცავი სისტემიდან არ წავიდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, გეკა გელაძემ თანამდებობიდან წასვლა თავად გადაწყვიტა და შარმანაშვილი მოხარულია, რომ ის სამართალდამცავი სისტემიდან არ წასულა. შარმანაშვილის თქმით, გეკა გელაძესთან კონსულტაციების შედეგად შს სამინისტროში კონკრეტული პოზიცია შესთავაზეს. გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა, ხოლო ამ პოსტს თამაზ ბორაშვილი დაიკავებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რაც უფრო სტაბილურია, მით უკეთესია და ამას ჩვენც ვისურვებდით, მაგრამ გეკა გელაძემ თავად გადაწყვიტა, თანამდებობიდან წასულიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, მოხარულია, რომ გეკა გელაძე სამართალდამცავი სისტემიდან არ წავიდა.
„ეს მისი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. სწორი არ იყო, რომ ასეთი გამოცდილების მქონე კადრი ამ სივრცეს დაეკარგა და მასთან კონსულტაციების შედეგად, შს სამინისტროში კონკრეტული პოზიცია შესთავაზეს. მოხარული ვარ, რომ გეკა გელაძე სამართალდამცავი სისტემიდან არ წავიდა. სწორია თუ არასწორი, ხელმძღვანელების ასე ხშირი სვლა, როცა განცხადებას დამიწერთ, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ვერ გაგაჩერებთ“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა გუშინ დატოვა. სუს-ის ხელმძღვანელის პოსტს თამაზ ბორაშვილი დაიკავებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიავინ განიხილება გეკა გელაძის შემცვლელად
პრემიერმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა
სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს
პრემიერმა სუსის უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინა
გელაძე შს მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს, სუსის უფროსი თამაზ ბორაშვილი ხდება - კობახიძე
ცნობილია, ვინ შეცვლის სუს-ში გეკა გელაძეს
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გეგა გელაძეს თამაზ ბორაშვილი შეცვლის
ალექსანდრე ტაბატაძე - არ ვფიქრობ, რომ სუს-ის უფროსის ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როცა საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიზამთ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…