სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაასახელა. კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეცემა. ამ დრომდე ბორაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, ხოლო გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს.
ბორაშვილის კანდიდატურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე დაასახელა.
პროცედურის მიხედვით, პრემიერის წარდგინებით, სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატურას ამტკიცებს პარლამენტი.
თამაზ ბორაშვილი ამ დროისთვის სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებს, მანამდე კი ამავე უწყებაში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.
გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დღეს დატოვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიავინ განიხილება გეკა გელაძის შემცვლელად
პრემიერმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა
პრემიერმა სუსის უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინა
გელაძე შს მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს, სუსის უფროსი თამაზ ბორაშვილი ხდება - კობახიძე
ცნობილია, ვინ შეცვლის სუს-ში გეკა გელაძეს
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გეგა გელაძეს თამაზ ბორაშვილი შეცვლის
ალექსანდრე ტაბატაძე - არ ვფიქრობ, რომ სუს-ის უფროსის ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როცა საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიზამთ
თენგიზ შარმანაშვილი – სუს-ი რაც უფრო სტაბილურია, მით უკეთესია, ამას ჩვენც ვისურვებდით, მაგრამ გეკა გელაძემ თავად გადაწყვიტა, თანამდებობიდან წასულიყო, მოხარული ვარ, რომ ის სამართალდამცავი სისტემიდან არ წავიდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…