პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალექსანდრე ტაბატაძე - არ ვფიქრობ, რომ სუს-ის უფროსის ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როცა საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიზამთ

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, რომ სუს-ის უფროსის ხშირი ცვლილება სისტემისთვის კარგი არ არის, თუმცა პირადი განცხადებით სამსახურის დატოვების შემთხვევაში ვერაფერს იზამენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა მას შემდეგ, რაც გელა გელაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ალექსანდრე ტაბატაძე - არ ვფიქრობ, რომ სუს-ის უფროსის ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როცა საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიზამთ
ინტერპრესნიუსი

არ ვფიქრობ, რომ [სუს-ის უფროსის] ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიზამთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატი თამაზ ბორაშვილი კვალიფიციური კადრია.

„ძალიან მახარებს, რომ თამაზ ბორაშვილი წამოსულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წიაღიდან. მას გავლილი აქვს თითქმის ყველა თანამდებობრივი პოზიცია. ის არის კვალიფიციური კადრი.

არ ვფიქრობ, რომ [სუს-ის უფროსის] ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიზამთ, გარდა იმისა, რომ უნდა ეცადო, სამსახური ისევ იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და ასრულებდეს თავის ფუნქციებს“, - განაცხადა ტაბატაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გელა გელაძემ, რომელიც სუს-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა, გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურივინ განიხილება გეკა გელაძის შემცვლელად
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა
  3. პირველი არხისამთავრობოსუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს
  4. იმედინიუსისამთავრობოპრემიერმა სუსის უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგელაძე შს მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს, სუსის უფროსი თამაზ ბორაშვილი ხდება - კობახიძე
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურიცნობილია, ვინ შეცვლის სუს-ში გეკა გელაძეს
  7. ბათუმელებიოპოზიციურისუს-ის უფროსის თანამდებობაზე გეგა გელაძეს თამაზ ბორაშვილი შეცვლის
  8. პირველი არხისამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი – სუს-ი რაც უფრო სტაბილურია, მით უკეთესია, ამას ჩვენც ვისურვებდით, მაგრამ გეკა გელაძემ თავად გადაწყვიტა, თანამდებობიდან წასულიყო, მოხარული ვარ, რომ ის სამართალდამცავი სისტემიდან არ წავიდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მსურს, გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში საქმიანობისთვის, თამაზ ბორაშვილის კანდიდატურაზე კენჭისყრა ოთხშაბათს ჩატარდება - შალვა პაპუაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები