პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი სუს-ის ახალ ხელმძღვანელზე: „ის უაღრესად გამოცდილი კადრია, რომელსაც მრავალწლიანი საქმიანობა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თორნიკე ჭეიშვილმა შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის არჩევა და მას გამოცდილი კადრი უწოდა. ჭეიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, გეკა გელაძეს, გაწეული საქმიანობისთვის.

თორნიკე ჭეიშვილი სუს-ის ახალ ხელმძღვანელზე: „ის უაღრესად გამოცდილი კადრია, რომელსაც მრავალწლიანი საქმიანობა
POSTV

„ის უაღრესად გამოცდილი კადრია, რომელსაც მრავალწლიანი საქმიანობა აკავშირებს ძალოვან უწყებებთან და უსაფრთხოების სამსახურთან. მან კარიერული განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია, რაც სისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელზე, თამაზ ბორაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბატონი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას, რომელიც დამტკიცდა ამ თანამდებობაზე. შემდგომ ამას უკვე მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. რაც შეეხება ბატონი თამაზის პიროვნებას, ის არის უაღრესად გამოცდილი კადრი. ერთი შეხედვითაც, შეუარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ძალოვან უწყებებსა და, კონკრეტულად, უსაფრთხოების სამსახურში საქმიანობისა – 20 წელი და კიდევ უფრო მეტი აქვს მას გატარებული. შესაბამისად, მან კარიერული განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავად სისტემისთვის.

ჩვენ, როდესაც გვქონდა დღეს შესაძლებლობა, მოგვესმინა მისი ხედვისთვის, გამოჩნდა ზედმიწევნით ჩამოყალიბებული პოზიციები იმასთან მიმართებით, თუ როგორ უნდა განმტკიცდეს კიდევ უფრო მეტად სახელმწიფო უსაფრთხოება და კონსტიტუციური წყობილების დაცვის გარანტიები, როგორ უნდა შეიქმნას მექანიზმები იმ საფრთხეების პრევენციისთვის, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას შეიძლება გამოწვევად ევლინებოდეს. მე პირადად დარწმუნებული ვარ – ისევე როგორც აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო დღეს უმრავლესობა – რომ ბატონი თამაზი უაღრესად ეფექტიანად წარმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას.

რა თქმა უნდა, ბატონმა გეკა გელაძემ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის ხელმძღვანელობდა ამ უწყებას, ძალიან ღირსეულად გაართვა თავი შესაბამისი ამოცანების გადაწყვეტას. მოგეხსენებათ, რომ ისიც აგრძელებს მუშაობას ძალიან მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტი და საპარლამენტო უმრავლესობა იქნება აქტიური გულშემატკივარი ჩვენი ძალოვანი უწყებებისა იმ მეტად საშურ საქმეში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 7ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილი წარუდგინა
  3. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილი წარუდგინა
  4. რუსთავი 2სამთავრობოთამაზ ბორაშვილი: პირობას ვდებ, გაორმაგებული ძალებით, ამ ძლიერ გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ჩვენი სამსახურის გაძლიერებისთვის
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა
  6. რუსთავი 2სამთავრობო"ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თქვენი მხრიდან ჩემ მიმართ იყო" - გეკა გელაძე
  7. POSTVსამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას
  8. TV პირველიოპოზიციურიგეკა გელაძე თანამშრომლებს გამოემშვიდობა - კობახიძემ სუს-ის ახალი უფროსი უწყებაში წარადგინა
  9. რუსთავი 2სამთავრობოსუს-ის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა - დამტკიცებამდე მან პარლამენტში მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი – სუს-ი რაც უფრო სტაბილურია, მით უკეთესია, ამას ჩვენც ვისურვებდით, მაგრამ გეკა გელაძემ თავად გადაწყვიტა, თანამდებობიდან წასულიყო, მოხარული ვარ, რომ ის სამართალდამცავი სისტემიდან არ წავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები