ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მარინ ლე პენის პარტია სენატში პოზიციებს იმყარებს და პირველად ქმნის საპარლამენტო ფრაქციას - Euronews

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიამ "ეროვნულმა გაერთიანებამ" სენატის არჩევნებში რეკორდული რაოდენობის მანდატები მოიპოვა და პარტიის ისტორიაში პირველად სენატში საპარლამენტო ფრაქციას ქმნის. მარინ ლე პენმა შედეგებს ისტორიული გამარჯვება უწოდა.

მარინ ლე პენის პარტია სენატში პოზიციებს იმყარებს და პირველად ქმნის საპარლამენტო ფრაქციას - Euronews
მარინ ლე პენის პარტია სენატში პოზიციებს იმყარებს და პირველად ქმნის საპარლამენტო ფრაქციას - Euronewsრუსთავი 2

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნულმა გაერთიანებამ" (RN) და მისმა მოკავშირეებმა კვირას გამართულ არჩევნებში მემარჯვენეების მიერ დომინირებულ სენატში რეკორდული - 14 მანდატი მოიპოვეს, რითაც, საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, 348-წევრიან პალატაში მათი რაოდენობა ფაქტობრივად ოთხჯერ გაიზარდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, "ეროვნული შეკრების" საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა შედეგებს "ისტორიული გამარჯვება" უწოდა.

როგორც Euronews-ი წერს, ლე პენი იმედოვნებს, რომ მომავალი წლის არჩევნებში, როდესაც ცენტრისტი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თანამდებობას დატოვებს, ხელისუფლებაში მოსვლის საუკეთესო შანსი ექნება.

"ეს ისტორიული გამარჯვება და მნიშვნელოვანი ეტაპია: პირველად სენატში ფრაქცია შეიქმნა", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი არჩეული წარმომადგენლები, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, ზედა პალატის წევრების ნახევრის ასარჩევად აძლევენ ხმას, ხოლო თითოეული არჩეული სენატორი ექვსწლიანი ვადით ირჩევა.

ცნობისთვის, ულტრამემარჯვენე პარტია სენატში პირველად 2014 წელს შევიდა ორი მანდატით, როდესაც მას "ეროვნული ფრონტი" ეწოდებოდა, ხოლო 2023 წელს მან სამი მანდატი მოიპოვა.

AFP-ის მიერ შედეგების დათვლის თანახმად, კვირას, RN-ის ცხრა სენატორი აირჩიეს, ამას ემატება სამი სენატორი, რომლებმაც მანდატები 2023 წელს მოიპოვეს.

კიდევ ორი ​​წევრი "რესპუბლიკის მემარჯვენეების კავშირიდან" (UDR) აირჩიეს, რომელსაც "ეროვნული გაერთიანების" (RN) მოკავშირე - ერიკ ჩიოტი ხელმძღვანელობს.

RN-ის პრეზიდენტმა ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ პარტიის სენატორები UDR-ის მოკავშირეებთან ერთად ფრაქციას შექმნიან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ისტორიული გამარჯვება და მნიშვნელოვანი ეტაპია: პირველად სენატში ფრაქცია შეიქმნა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.