როგორც ფრანგი ხალხის ძირითად კანონს, ჩვენს კონსტიტუციას, სრულად უნდა დავუბრუნოთ ღირებულება და ძალა - მარინ ლე პენი
მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად გახსნა და განაცხადა, რომ საფრანგეთის კონსტიტუციას ძალა უნდა დაუბრუნდეს და არცერთი უცხოური ან ევროპული ინსტანცია მასზე მაღლა არ დადგება.

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების და არეულობების ფონზე, პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად გახსნა.
ქალაქ ორლეანში გამართულ ყრილობაზე ლე პენი მხარდამჭერებს წესრიგის აღდგენას, საზღვრების დაცვის გამკაცრებასა და კრიმინალის მიმართ "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკას დაჰპირდა.
"როგორც ფრანგი ხალხის ძირითად კანონს, ჩვენს კონსტიტუციას, სრულად უნდა დავუბრუნოთ ღირებულება და ძალა. არცერთი დოკუმენტი, არცერთი ინსტანცია, უცხოური ან თუნდაც ევროპული არ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა. კანონის უზენაესობა არ ნიშნავს კანონს სახელმწიფოს წინააღმდეგ და მით უმეტეს ერის წინააღმდეგ", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა მარინ ლე პენმა.
ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მარინ ლე პენი რეიტინგში პირველ ადგილზეა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„როგორც ფრანგი ხალხის ძირითად კანონს, ჩვენს კონსტიტუციას, სრულად უნდა დავუბრუნოთ ღირებულება და ძალა. არცერთი დოკუმენტი, არცერთი ინსტანცია, უცხოური ან თუნდაც ევროპული არ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა. კანონის უზენაესობა არ ნიშნავს კანონს სახელმწიფოს წინააღმდეგ და მით უმეტეს ერის წინააღმდეგ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…