ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სხვა პარტიებთან ან სხვა პარტიების მხრიდან გადაწყვეტილების მიღებასთან, ჩვენი გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ ჰქონდა - გიგა ფარულავა ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე

ქართული ოცნება

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ უპასუხა "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ლევან მაჭავარიანის განცხადებას და აღნიშნა, რომ მათ პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კავშირი არ ჰქონია.

სხვა პარტიებთან ან სხვა პარტიების მხრიდან გადაწყვეტილების მიღებასთან, ჩვენი გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ ჰქონდა - გიგა ფარულავა ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე
სხვა პარტიებთან ან სხვა პარტიების მხრიდან გადაწყვეტილების მიღებასთან, ჩვენი გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ ჰქონდა - გიგა ფარულავა ლევან მაჭავარიანის განცხადებაზერუსთავი 2

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანი ვრცელ წერილს, პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე პასუხობს.

გიგა ფარულავას განცხადებით, პარტიას "საქართველოსთვის" თავის დღის წესრიგი აქვს და მათ გადაწყვეტილებებს არავითარი კავშირი არ აქვს სხვა ოპოზიციური პარტიებისა თუ გაერთიანებების გადაწყვეტილებებთან.

"ჩვენ ყოველთვის გვქონდა ჩვენი დღის წესრიგი. 4 ოქტომბერს, მანამდეც, როდესაც უკვე დაიწყო სამზადისი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და როდესაც ვნახეთ, რომ საჭირო იყო პოლიტიკური პროცესების სხვა ეტაპზე გადასვლა, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევსულიყავით პარლამენტში.

აქ სხვა პარტიებთან ან სხვა პარტიების მხრიდან გადაწყვეტილების მიღებასთან, ჩვენი გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ ჰქონდა", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, ლევან მაჭავარიანი ვრცელ წერილს ავრცელებს და საუბრობს გარე ძალების მიერ, ყოველი არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგების მცდელობებზე, ამ პროცესში NGO-ბის როლზე და ახალი პარტიების, მათ შორის გახარიას პარტიის ხელოვნურად გაჩენაზე.

მისი თქმით, ეს ძალები ერთიანი ვერტიკალით იმართებიან და მიზნად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ისახავენ. როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, გარე ძალების და მათი გეგმების ლუსტრაცია ორ ფუნდამენტურმა საკითხს, გამჭვირვალობის და ანტი-LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონებს მოჰყვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ყოველთვის გვქონდა ჩვენი დღის წესრიგი. 4 ოქტომბერს, მანამდეც, როდესაც უკვე დაიწყო სამზადისი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და როდესაც ვნახეთ, რომ საჭირო იყო პოლიტიკური პროცესების სხვა ეტაპზე გადასვლა, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევსულიყავით პარლამენტში. აქ სხვა პარტიებთან ან სხვა პარტიების მხრიდან გადაწყვეტილების მიღებასთან, ჩვენი გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ ჰქონდა“
გიგა ფარულავა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.