ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გიგა ფარულავა – ფაქტია, მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს სისულეების კორიანტელი, ცდილობენ, მედიაპროპაგანდა ააგორონ

გახარია საქართველოსთვისლელოტელეიმედიქართული ოცნება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიგა ფარულავამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილი შეაფასა და ის „სისულეების კორიანტელად“ და მედიაპროპაგანდად მიიჩნია. თავის მხრივ, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციური პარტიები და გიორგი გახარია გააკრიტიკა და მათ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი უწოდა.

გიგა ფარულავა – ფაქტია, მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს სისულეების კორიანტელი, ცდილობენ, მედიაპროპაგანდა ააგორონ
გიგა ფარულავა – ფაქტია, მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს სისულეების კორიანტელი, ცდილობენ, მედიაპროპაგანდა ააგორონპირველი არხი

ფაქტია, მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს სისულეების კორიანტელი, რაც საზოგადოებამ წაიკითხა. ამით ცდილობენ, მედიაპროპაგანდა ააგორონ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, თავისი დაწერილი თუ არის, მაშინ ჯანმრთელობის ფასი ნამდვილად არაფერია და ვუსურვებ, დროულად მიმართოს შესაბამის უწყებას.

„რაც შეეხება წერილში მითითებულ აბსურდულ სისულელეებს და ბრალდებებს რასაც წერს, ჩაიხედონ თავიანთ გუნდში. ვის „ნაცობაზე“, ან რა 4 ოქტომბერზე საუბრობენ, როდესაც მათი პოლიტიკური გუნდი, როგორც ყოფილი, ისე მოქმედი, სავსეა „ნაცებით“. ასევე, თავის ეპისტოლეში, თუ წერილში საუბრობს ლგბტ პროპაგანდაზე. მიმოიხედონ გარშემო და ჩაიხედონ თავიანთ გულებში, ლგბტ თემის თუ პროპაგანდის ყველაზე მეტი წარმომადგენელი გუნდში ჰყავთ. 4 ოქტომბერს რაც შეეხება, თვითონ დაგეგმეს. ამაზე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა რამდენიმე თვის წინ, როდესაც „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჰყვებოდა, როგორ მართეს 4 ოქტომბრის პროვოკაციული და რევოლუციური სცენარები. შესაბამისად, ამ წერილების წერას თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ. რაც ამ კონკრეტულ წერილში წერია სისულელეა პირველიდან დაწყებული, ბოლო პუნქტამდე. დღეს, ქვეყანაში თუ რამე არსებობს მანკიერი როგორც პოლიტიკურ, ასევე ადმიანურ დონეზე, ამ ყველაფრით „ქართული ოცნებაა“ სავსე“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან“. მისივე თქმით, „როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ. 2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც შეეხება წერილში მითითებულ აბსურდულ სისულელეებს და ბრალდებებს რასაც წერს, ჩაიხედონ თავიანთ გუნდში. ვის „ნაცობაზე“, ან რა 4 ოქტომბერზე საუბრობენ, როდესაც მათი პოლიტიკური გუნდი, როგორც ყოფილი, ისე მოქმედი, სავსეა „ნაცებით“. ასევე, თავის ეპისტოლეში, თუ წერილში საუბრობს ლგბტ პროპაგანდაზე. მიმოიხედონ გარშემო და ჩაიხედონ თავიანთ გულებში, ლგბტ თემის თუ პროპაგანდის ყველაზე მეტი წარმომადგენელი გუნდში ჰყავთ. 4 ოქტომბერს რაც შეეხება, თვითონ დაგეგმეს. ამაზე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა რამდენიმე თვის წინ, როდესაც „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჰყვებოდა, როგორ მართეს 4 ოქტომბრის პროვოკაციული და რევოლუციური სცენარები. შესაბამისად, ამ წერილების წერას თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ. რაც ამ კონკრეტულ წერილში წერია სისულელეა პირველიდან დაწყებული, ბოლო პუნქტამდე. დღეს, ქვეყანაში თუ რამე არსებობს მანკიერი როგორც პოლიტიკურ, ასევე ადმიანურ დონეზე, ამ ყველაფრით „ქართული ოცნებაა“ სავსე“
გიგა ფარულავა
„ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან“
ლევან მაჭავარიანი
„როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ. 2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.