ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი – ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრები გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი

ქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვისნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა პარტია „საქართველოსთვის“ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელ ნაწილად და საბოტაჟის განმახორციელებლად მოიხსენია.

ლევან მაჭავარიანი – ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრები გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი
ლევან მაჭავარიანი – ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრები გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილიპირველი არხი

4 ოქტომბერს თქვენ ელოდებოდით რევოლუციურ პროცესებს და როდესაც რევოლუცია ვერ შედგა საქართველოში, თქვენმა გარე უფროსობამ დაგავალათ, შებრძანდით პარლამენტში, შიგნიდან გვჭირდება დამხმარე ძალა, რომ საბოტაჟი შიგნიდან გაგრძელდესო“, – ასე მიმართა მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.

ლევან მაჭავარიანის შეფასებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, რასაც, მისი თქმით, როგორც ოპოზიციურ ძალებთან მათი თანამშრომლობა, ისე წარსულში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ადასტურებს.

„2024 წლის არჩევნების წინ თქვენ ქარტიას შეუერთდით, სადაც პირდაპირ ხელი მოაწერეთ, რომ კოალიციას ქმნიდით „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. 4 მუნიციპალიტეტში თქვენ კოალიცია შექმენით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. 2025 წლის არჩევნებში თქვენ გაგიმესამედდათ ამომრჩევლის რაოდენობა იმიტომ, რომ გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე გამოეხმაურა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი ხელისუფლების ჩამოშლა და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ხმების მოპოვება იყო. მისი განცხადებით, გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თავად აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ელჩებთან კონსულტაციები გამართა.

„საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოზეა. დიდი იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სამართლებრივი, ასევე ობიექტური. აუცილებელია, პოლიტიკური ველი გაჯანსაღდეს. აგენტურული პარტიების ადგილი საქართველოში, პოლიტიკურ ველში არ უნდა არსებობდეს. ამის შემდეგ მიეცემა უკვე მოტივაცია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომ ნაბიჯები გადადგან პოლიტიკაში და ჯანსაღი ოპონირება გაგვიწიონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოლევან მაჭავარიანი ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრებს: გაშიფრულები ხართ, როგორც "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" განუყოფელი ნაწილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრებს: გაშიფრულები ხართ, როგორც "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" განუყოფელი ნაწილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები