ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასწავლო პროცესი შეჩერებულია თბილისის 81-ე სკოლაშიც – რას ამბობს დირექტორი

ტვ პირველი

თბილისის 81-ე სკოლაში სასწავლო პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც კლასში ჭერიდან ბათქაში ჩამოიშალა. მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ხოლო სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლეები სწავლას 103-ე სკოლაში ხუთშაბათიდან გააგრძელებენ.

სასწავლო პროცესი შეჩერებულია თბილისის 81-ე სკოლაშიც – რას ამბობს დირექტორი
სასწავლო პროცესი შეჩერებულია თბილისის 81-ე სკოლაშიც – რას ამბობს დირექტორინეტგაზეთი

სასწავლო პროცესი შეჩერებულია თბილისში, ისანში მდებარე 81-ე სკოლაში, სადაც დღეს მოსწავლეები და მათი მშობლები შეიკრიბნენ.

როგორც ისინი მედიასთან ამბობენ, სასწავლო პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც სწავლის დაწყებიდან დაახლოებით ერთ კვირაში, ერთ-ერთ კლასში გაკვეთილის დროს ჭერიდან ბათქაში ჩამოიშალა.

მშობლები ამბობდნენ, რომ მათთვის უცნობი იყო, სად გააგრძელებდნენ ბავშვები სწავლას:

„ერთი კვირაა ფაქტობრივად საინფორმაციო ვაკუუმში ვართ, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას, როდის გააგრძელებენ, მოგვარებულია თუ არა ეს ყველაფერი იმ დონეზე, რომ ვთქვათ ზუსტი თარიღი მაინც ვიცოდეთ სწავლას როდის დაიწყებენ. ერთი კვირაა ბავშვები სახლში არიან და არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი „ტვ პირველთან“.

„ტვ პირველის“ ცნობით, მოგვიანებით სკოლის დირექტორი რამდენიმე მშობელს შეხვდა. მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა თქვა, რომ მოსწავლეები სწავლას 103-ე სკოლაში გააგრძელებენ:

„სწავლას ვიწყებთ ხუთშაბათს, 103-ე სკოლაში, გადასარევი სკოლაა. თანამედროვე 2010 წელს აშენებული სკოლაა, საუკეთესო სკოლაა თავისი ინფრასტრუქტურით და ყველაფრით“, – თქვა სკოლის დირექტორმა, იაგო ელერდაშვილმა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთი კვირაა ფაქტობრივად საინფორმაციო ვაკუუმში ვართ, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას, როდის გააგრძელებენ, მოგვარებულია თუ არა ეს ყველაფერი იმ დონეზე, რომ ვთქვათ ზუსტი თარიღი მაინც ვიცოდეთ სწავლას როდის დაიწყებენ. ერთი კვირაა ბავშვები სახლში არიან და არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით“
„სწავლას ვიწყებთ ხუთშაბათს, 103-ე სკოლაში, გადასარევი სკოლაა. თანამედროვე 2010 წელს აშენებული სკოლაა, საუკეთესო სკოლაა თავისი ინფრასტრუქტურით და ყველაფრით“
იაგო ელერდაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის 81-ე საჯარო სკოლასთან მშობლები არიან შეკრებილი და მოსწავლეების მეორე ცვლაში განაწილებას აპროტესტებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები