ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ხმაური თბილისის 81-ე საჯარო სკოლასთან - მშობლები ბავშვების მეორე ცვლაში გადანაწილებას აპროტესტებენ

განათლების სამინისტრო

თბილისის 81-ე საჯარო სკოლასთან მშობლებმა აქცია გამართეს, რადგან საკლასო ოთახში ბათქაშის ჩამოვარდნის გამო სკოლა დაიხურა, მოსწავლეები კი 103-ე სკოლაში მეორე ცვლაში გადაანაწილეს. მშობლები აპროტესტებენ გვიან საგაკვეთილო პროცესს და დისტანციურ სწავლებას, და ითხოვენ ალტერნატიულ ფართს დილის ცვლაში სწავლისთვის. ადგილზე მისულმა ისნის მაჟორიტარ-დეპუტატმა დავით ხაბეიშვილმა მშობლებს დაჰპირდა, რომ ერთ კვირაში ალტერნატიულ ფართს მოძებნიან.

ხმაური თბილისის 81-ე საჯარო სკოლასთან - მშობლები ბავშვების მეორე ცვლაში გადანაწილებას აპროტესტებენ
ხმაური თბილისის 81-ე საჯარო სკოლასთან - მშობლები ბავშვების მეორე ცვლაში გადანაწილებას აპროტესტებენTV პირველი

ხმაური თბილისის 81-ე საჯარო სკოლასთან - მშობლები ბავშვების მეორე ცვლაში გადანაწილებას აპროტესტებენ. ეს ხდება იმ ფონზე, როცა სკოლის საკლასო ოთახში, ბათქაში ჩამოვარდა, სკოლა დაკეტეს და მოსწავლეეები ალტერნატიულ დაწესებულებაში გადაანაწილეს.

ადგილზე შეკრებილების თქმით, მეორე ცვლაში საგაკვეთილო პროცესი გვიანობამდე გრძლედება, რაც პრობლემას წარმოადგენს.

ამჯერად მოსწავლეები 103-ე სკოლაში არიან გადანაწილებული.

მშობლებისთვის მიუღებელია დისტანციურ რეჟიმში გადასვლა. ისინი ითხოვენ გამოიყონ ალტერნატიული ფართი, სადაც დილის ცვლაში მოუწევთ ბავშვებს სწავლა.

"სკოლა არის გასარემონტებული და შეუძლებელია სასწავლო პროცესის ჩატარება. ვითხოვთ იმას, რომ გამოგვიყონ ალტერნატიული ფართი, სადაც ბავშვები შეძლებენ, რომ ისწავლონ შუადღის სმენაში. ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, ასევე არ განვიხილავთ ონლაინ სწავლებას, იმიტომ, რომ უამრავ სირთულეს ვაწყდებდით ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით. გამოდის, რომ მშობელი საერთოდ სახლში უნდა დაჯდეს, მიხედოს ბავშვებს, იმიტომ, რომ შეუძლებელია მშობელმა იმუშაოს ასეთ ვითარებაში." - ამბობს მშობელი.

მშობლების თქმით, განათლების სამინისტროსა და სკოლის დირექციას სკოლის ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია უფრო ადრე ჰქონდა, თუმცა მათ ზაფხულის განმავლობაში არანაირი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ.

დღეს პროტესტის ადგილზე მივიდა ისნის მაჟორიტარ-დეპუტატი დავით ხაბეიშვილი, რომელმაც მშობლებს დაჰპირდა, რომ ერთი კვირის ვადაში მოძებნიან ალტერნატიულ ფართს, სადაც მოსწავლეები დილის სმენაში სწავლას შეძლებენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სკოლა არის გასარემონტებული და შეუძლებელია სასწავლო პროცესის ჩატარება. ვითხოვთ იმას, რომ გამოგვიყონ ალტერნატიული ფართი, სადაც ბავშვები შეძლებენ, რომ ისწავლონ შუადღის სმენაში. ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, ასევე არ განვიხილავთ ონლაინ სწავლებას, იმიტომ, რომ უამრავ სირთულეს ვაწყდებდით ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით. გამოდის, რომ მშობელი საერთოდ სახლში უნდა დაჯდეს, მიხედოს ბავშვებს, იმიტომ, რომ შეუძლებელია მშობელმა იმუშაოს ასეთ ვითარებაში.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.