თბილისის, 81-ე საჯარო სკოლასთან ხმაურია - მშობლები სკოლის დაკეტვას აპროტესტებენ
თბილისის 81-ე საჯარო სკოლასთან მშობლებმა აქცია გამართეს და სკოლის დაკეტვა გააპროტესტეს. სკოლა მას შემდეგ დაიხურა, რაც ერთ-ერთ საკლასო ოთახში ბათქაში ჩამოვარდა. მშობლები საგაკვეთილო პროცესის აღდგენასა და იმის გარკვევას ითხოვენ, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას.

თბილისის, 81-ე საჯარო სკოლასთან ხმაურია - მშობლები სკოლის დაკეტვას აპროტესტებენ.
არსებული ინფორმაციით, 81-ე საჯარო სკოლა მას შემდეგ დაიკეტა, რაც ერთი კვირის წინ, ერთ-ერთ საკლასო ოთახში ბათქაში ჩამოვარდა.
მშობლები საგაკვეთილო პროცესის აღდგენას ითხოვენ. ისინი ასევე ამბობენ, რომ მომხდარიდან 1 კვირის შემდეგად კი, არ აქვთ ინფორმაცია, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას.
„სულ პრობლემაა. ავიდეთ და ვნახოთ, რა არის დანგრეული?! რომელ კლასშიც ჩამოვარდა ნატეხი, ის კლასი დაკეტონ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.
„მთელი ზაფხული წინ ჰქონდათ. თუ ავარიული იყო, ბათქაში ცვიოდა, ჭერი ჩამოდიოდა დაბლა, ბავშვები რატომ შეუშვეს?! ან რატომ არ მოძებნეს ალტერნატივა?! ახლა მაგას დაველოდოთ მთელი სკოლა როდის დაინგრევა? საერთოდ არ ვიცი სად გადაჰყავთ ჩემი შვილი,“ - აღნიშნა კიდევ ერთმა მშობელმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.