ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თბილისის 81-ე სკოლა დაიკეტა - ადგილზე მშობლების პროტესტია

თბილისის 81-ე სკოლაში საგაკვეთილო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც საკლასო ოთახში ბათქაში ჩამოვარდა. სკოლის შენობასთან მშობლები შეიკრიბნენ და პროტესტს აწყობენ, რადგან დირექციის გადაწყვეტილებით მოსავლეები სწავლას 103-ე სკოლაში უნდა გააგრძელონ, რაც მშობლებისთვის მიუღებელია.

თბილისის 81-ე სკოლა დაიკეტა - ადგილზე მშობლების პროტესტია
თბილისის 81-ე სკოლა დაიკეტა - ადგილზე მშობლების პროტესტიაTV პირველი

თბილისის კიდევ ერთი სკოლა დაიკეტა - 81-ე სკოლა საგაკვეთილო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც ერთი კვირის წინ ერთ-ერთ საგაკვეთილო ოთახში ბათქაში ჩამოვარდა.

ჭკალოვის ორ ნომერში დილიდან პროტესტია - ადგილზე მშობლები არიან შეკრებილები და საგაკვეთილო პროცესის აღდგენას ითხოვენ, ამბობენ, რომ იმ ერთ ოთახს თვითონვე გაუკეთებენ რეაბილიტაციას, თუმცა მათთან რამდენიმე წუთის წინ სკოლის დირექტორი გამოვიდა და ადგილზე შეკრებილებს ამცნო, რომ მათი შვილები სწავლას მომდევნო კვირიდან 103-ე სკოლაში გააგრძელებენ.

აღნიშნული სკოლა მეტრომშენში მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტირებაზე ბავშვებს დიდი დრო დაეკარგება, ასევე მათ მოუწევთ რამდენიმე ცვლაში სწავლის გაგრძელება, რაც მშობლებისთვის მიუღებელია.

ადგილზე შეკრებილები ეჭვობენ, რომ ახლა 81-ე სკოლის დანგრევა და მის ადგილას კორპუსის ჩადგა სურს - მათ ამ ეჭვებს უმყარებთ ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ არსებობდა ინფორმაცია, რომ შენობა შეიძლება ავარიული ყოფილიყო, თუმცა ზაფხულის განმავლობაში არც რეაბილიტაცია ჩატარებია შენობას და არც ექსპერტიზა.

ერთ-ერთი ვერსია, რამაც შესაძლოა, შენობის მდგომარეობა დაამძიმა სწორედ ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია - ირკვევა, რომ ფაქტობრივად ორ მეტრში კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

მთელი ზაფხული ხომ წინ ჰქონდათ, თუ ავარიული იყო, ბათქაში ცვიოდა, ჭერი ჩამოდიოდა დაბლა, ბავშები რატომ შეუშვეს ან სხვა ალეტრნატივა რატომ არ მოძებნეს, 4 თვე ჰქონდათ წინ. ცოტა ადრე გაეშვათ ბავშვები და გაკეთებეინათ. ახლა მაგას დაველოდოთ მთელი სკოლა როდის დაინგრევა?", - ამბობს მშობელი.

81-ე სკოლასტან მშობლები და ბავშვები რჩებიან და პროტეტს აგრძლებენ, რადგან მათთვის მიუღებელია ის შეთავაზებული ვერსია, რომელიც სკოლის დირექტორისგან მიიღეს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.