პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა მაია ბითაძე, მას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს მთავარი კრიტერიუმია, რის საფუძველზეც ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა. პრემიერის თქმით, მას აქვს მრავალწლიანი მართვის გამოცდილება და კეთილსინდისიერება.

პრემიერი: საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა მაია ბითაძე, მას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს მთავარი კრიტერიუმია, რის საფუძველზეც ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა
იმედინიუსი

მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაია ბითაძეს აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება.

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე. მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება. მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას. ის იყო, მათ შორის წლების მანძილზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, წლების განმავლობაში გახლდათ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, მათ შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურირებდა კულტურის მიმართულებასაც. 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. ის არის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ქალბატონ მაიას ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია იქნება კულტურის ძალიან წარმატებული მინისტრი. მინდა, მას ვუსურვო დიდი წარმატებები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

13 სტატია
სამთავრობო 12ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი კულტურის მინისტრად მაია ბითაძის დანიშვნაზე: მას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს მთავარი კრიტერიუმია, რის საფუძველზეც ვთხოვეთ, დაეკავებინა კულტურის მინისტრის თანამდებობა
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – მაია ბითაძეს გამოარჩევს კეთილსინდისიერება, ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ვთხოვეთ, დაეკავებინა კულტურის მინისტრის თანამდებობა
  3. იმედინიუსისამთავრობომაია ბითაძე: სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო - იმედი მაქვს, გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც პრემიერმა და გუნდმა გამომიცხადა
  4. რუსთავი 2სამთავრობომაია ბითაძე: სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო
  5. ბათუმელებიოპოზიციურისაქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე წარადგინეს
  6. POSTVსამთავრობოპრემიერი კულტურის მინისტრად მაია ბითაძის დანიშვნის შესახებ: “მას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი
  7. POSTVსამთავრობომაია ბითაძე: “სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით,
  8. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
  9. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა
  10. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი მაია ბითაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
  11. რუსთავი 2სამთავრობომაია ბითაძე: კარგად ვიაზრებ, თუ რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა, რომელიც მეკისრება - ძალიან მალე შევძლებთ, ზუსტად, სტრუქტურირებულად დავიწყოთ იმ ძირითადი ამოცანების შესრულება, რაც უკვე დაგეგმილი აქვს საქართველოს მთავრობას
  12. რუსთავი 2სამთავრობოჩვენთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო, რომ სათანადო მართვის გამოცდილების მქონე ადამიანი ჩასდგომოდა სათავეში კულტურის სამინისტროს - ირაკლი კობახიძე მაია ბითაძეზე
  13. პირველი არხისამთავრობოპრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თეა წულუკიანმა მაია ბითაძის კულტურის მინისტრად დანიშვნა მოიწონაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები