ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – მაია ბითაძეს გამოარჩევს კეთილსინდისიერება, ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ვთხოვეთ, დაეკავებინა კულტურის მინისტრის თანამდებობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნა. პრემიერის თქმით, მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მას აღნიშნული თანამდებობა სთხოვეს, მისი კეთილსინდისიერება და მრავალწლიანი მართვის გამოცდილებაა.

ირაკლი კობახიძე – მაია ბითაძეს გამოარჩევს კეთილსინდისიერება, ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ვთხოვეთ, დაეკავებინა კულტურის მინისტრის თანამდებობა
ირაკლი კობახიძე – მაია ბითაძეს გამოარჩევს კეთილსინდისიერება, ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ვთხოვეთ, დაეკავებინა კულტურის მინისტრის თანამდებობაპირველი არხი

მაია ბითაძეს კეთილსინდისიერება გამოარჩევს, ეს მთავარი კრიტერიუმია, რის საფუძველზეც ვთხოვეთ, დაეკავებინა კულტურის მინისტრის თანამდებობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ბითაძეს აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება.

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე. მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება. მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას. ის იყო, მათ შორის წლების მანძილზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, წლების განმავლობაში გახლდათ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, მათ შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურირებდა კულტურის მიმართულებასაც. 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. ის არის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ქალბატონ მაიას ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია იქნება კულტურის ძალიან წარმატებული მინისტრი. მინდა, მას ვუსურვო დიდი წარმატებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კულტურის მინისტრად მაია ბითაძე ინიშნება.წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები