მაია ბითაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
“ქართული ოცნების“ დეპუტატს და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაია ბითაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, რადგან პრემიერმა იგი კულტურის მინისტრად დანიშნა.

“ქართული ოცნების“ დეპუტატს, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.
პრემიერმა ბითაძე კულტურის მინისტრად დანიშნა, რითაც მან პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავა.
კენჭისყრის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბითაძეს კულტურის მინისტრად დანიშვნა მიულოცა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.