პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ბითაძის მრავალწლიან გამოცდილებას საჯარო სამსახურში და აღნიშნა, რომ კულტურა მთავრობისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. თავის მხრივ, მაია ბითაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა კულტურის სფეროსთან დაკავშირებული არ იყო, იმედოვნებს დასახული ამოცანების შესრულებას.

პრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა
იმედინიუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა საჯარო სამსახურში მუშაობის მიმართულებით მაია ბითაძის მრავალწლიან გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და მას წარმატებები უსურვა.

„ჩვენთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო, რომ სათანადო მართვის გამოცდილების მქონე ადამიანი ჩასდგომოდა სათავეში კულტურის სამინისტროს. ჩვენთვის კულტურა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ მომდევნო წლების განმავლობაში კულტურის სფეროში. უამრავი გამოწვევაა სხვადასხვა მიმართულებით. ეს გამოწვევები გლობალურ გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული. ვფიქრობთ, ბევრი მიმართულებით არის შესაძლებელი, მივაღწიოთ საფუძვლიან წინსვლას. ქართული კულტურის უკლებლივ ყველა დარგი ჩვენთვის პრიორიტეტულია და დარწმუნებული ვართ, ქალბატონი მაია ძალიან დიდი გულისხმიერებით უხელმძღვანელებს კულტურის სამინისტროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა მაია ბითაძემ და აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

„ძალიან კარგად ვიაზრებ, თუ რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა, რომელიც მეკისრება და დიდი იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ იმ იმედების გამართლებას, რაზეც პრემიერი საუბრობდა. როგორც მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურში და არა მხოლოდ, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განვლილი კარიერა კულტურის სფეროსთან დაკავშირებული არ იყო, იმედი მაქვს, ძალიან მალე შევძლებთ, ზუსტად, სტრუქტურირებულად დავიწყოთ იმ ძირითადი ამოცანების შესრულება, რაც უკვე დაგეგმილი აქვს საქართველოს მთავრობას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

შეხვედრას კულტურის სამინისტროს დეპარტამენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

13 სტატია
სამთავრობო 12ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი კულტურის მინისტრად მაია ბითაძის დანიშვნაზე: მას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს მთავარი კრიტერიუმია, რის საფუძველზეც ვთხოვეთ, დაეკავებინა კულტურის მინისტრის თანამდებობა
  2. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა მაია ბითაძე, მას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს მთავარი კრიტერიუმია, რის საფუძველზეც ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – მაია ბითაძეს გამოარჩევს კეთილსინდისიერება, ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ვთხოვეთ, დაეკავებინა კულტურის მინისტრის თანამდებობა
  4. იმედინიუსისამთავრობომაია ბითაძე: სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო - იმედი მაქვს, გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც პრემიერმა და გუნდმა გამომიცხადა
  5. რუსთავი 2სამთავრობომაია ბითაძე: სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო
  6. ბათუმელებიოპოზიციურისაქართველოს კულტურის მინისტრად მაია ბითაძე წარადგინეს
  7. POSTVსამთავრობოპრემიერი კულტურის მინისტრად მაია ბითაძის დანიშვნის შესახებ: “მას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი
  8. POSTVსამთავრობომაია ბითაძე: “სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით,
  9. იმედინიუსისამთავრობოპრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
  10. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი მაია ბითაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
  11. რუსთავი 2სამთავრობომაია ბითაძე: კარგად ვიაზრებ, თუ რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა, რომელიც მეკისრება - ძალიან მალე შევძლებთ, ზუსტად, სტრუქტურირებულად დავიწყოთ იმ ძირითადი ამოცანების შესრულება, რაც უკვე დაგეგმილი აქვს საქართველოს მთავრობას
  12. რუსთავი 2სამთავრობოჩვენთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო, რომ სათანადო მართვის გამოცდილების მქონე ადამიანი ჩასდგომოდა სათავეში კულტურის სამინისტროს - ირაკლი კობახიძე მაია ბითაძეზე
  13. პირველი არხისამთავრობოპრემიერ-მინისტრმა კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები