ათი ათასობით ლარი კონცერტებისთვის - მკვლევრები რეგიონებში საბიუჯეტო თანხების ხარჯვის პრიორიტეტებს აკრიტიკებენ
რეგიონებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონცერტების დაფინანსება კრიტიკის საგანი გახდა. დაგეგმილ ღონისძიებებზე 85 ათას ლარზე მეტი იხარჯება, მათ შორის ჯგუფ „ურსასთვის“ 30 ათასის გადახდაა დაგეგმილი. ოპოზიცია და მკვლევრები ამას არამიზნობრივ ხარჯვად მიიჩნევენ სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე.

რეგიონებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონცერტების დაფინანსება კრიტიკის საგანი ხდება. დაგეგმილ ღონისძიებებზე 85 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება, მათ შორის, ერთ-ერთი კონცერტისთვის ჯგუფ „ურსას“ 30 ათას ლარს გადაუხდიან.
ოპოზიციის წარმომადგენლები და კორუფციის საკითხებზე მომუშავე მკვლევრები აცხადებენ, რომ რეგიონებში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე, კონცერტებისთვის ათიათასობით ლარის გამოყოფა არამიზნობრივი ხარჯვაა. მათი შეფასებით, თანხები მოსახლეობის უფრო მწვავე საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.
რამდენად საჭიროა აღნიშნული კონცერტების ჩატარება და ეს კონცერტები რამდენად არის საზოგადოების ინტერესი და რამდენად იქნება ჩართული სრულიად საზოგადოება იმ მუნიციპალიტეტის მსაცოხვრებლების, ანუ საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს. მეორე პრობლემა: მხოლოდ და მხოლოდ იმ მომრერლებს უკვეთავენ, რომლებიც არიან "ოცნებასთან" დაახლოებული ადამიანები და მესამე ეს არის პრიორიტეტები ანუ რამდენად უნდა იყოს ნამდვილად კონცერტი თუ უნდა იყოს, მაგალითად, წყალი. ეს თანხა არ უნდა იხარჯებოდეს მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" მეხოტბეების სასარგებლოდ, - ამბობს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…