ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

„დმანისობა“ - 50 ათასი, „ხაშურობა“ - 93 ათასი: რამდენს ხარჯავენ მუნიციპალიტეტები დღესასწაულებსა და სუფრებზე

სტატიაში საუბარია მუნიციპალიტეტების მიერ სღნიშნული დღესასწაულებისა და სარესტორნო მომსახურებისთვის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე. „დმანისობისა“ და „ხაშურობის“ აღნიშვნამ ათიათასობით ლარი შეადგინა, რასაც ექსპერტები და აუდიტის სამსახური აკრიტიკებენ და არარაციონალურ ხარჯად მიიჩნევენ.

„დმანისობა“ - 50 ათასი, „ხაშურობა“ - 93 ათასი: რამდენს ხარჯავენ მუნიციპალიტეტები დღესასწაულებსა და სუფრებზე
„დმანისობა“ - 50 ათასი, „ხაშურობა“ - 93 ათასი: რამდენს ხარჯავენ მუნიციპალიტეტები დღესასწაულებსა და სუფრებზეTV პირველი

რეგიონებში სადღესასწაულო ღონისძიებებზე ათიათასობით ლარი იხარჯება - კონცერტებში მონაწილეობენ მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერი მუსიკოსებიც. მხოლოდ „დმანისობის“ აღნიშვნა ადგილობრივ ბიუჯეტს 50 ათასი ლარი, „ხაშურობა“ კი 93 ათასი ლარი დაუჯდა.

ხარჯები მხოლოდ კონცერტებით არ შემოიფარგლება. „დმანისობის“ დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიამ მიწვეულ სტუმრებს რესტორანში უმასპინძლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 11 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამ ხარჯების მიზნობრიობასა და მუნიციპალიტეტების მიერ საბიუჯეტო თანხების განკარგვის პრაქტიკას ექსპერტებიც აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია ბიუჯეტიდან სარესტორნო მომსახურების დაფინანსება, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური არარაციონალურ ხარჯად მიიჩნევს.

ბესიკ დონაძის თქმით, მუნიციპალიტეტის თანხები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას უნდა ხმარდებოდეს და არა მერების შეხედულებისამებრ გასართობ ღონისძიებებსა და რესტორნებს.

არ შეიძლევა მუნიციპალიტეტების მერები მათი შეხედულებისამებრ ხარჯავდნენ რესტორნებში ფულს. სარესტორნო ხარჯთან დაკავშირებით კონკრეტული მოსაზრება აქვს აუდიტის სამსახურს და პირდაპირი მითითებაა, რომ არის არარაციონალური ხარჯი. ლენტეხობასთან დაკავშირებით დახარჯეს 30 ათასი ლარი. ეს არის ის ფული, რომელიც უნდა მოხმარდეს ლენტეხის საზოგადოებას და ამ ფულმა უნდა მოიტანოს როგორც საზოგადოებრივი, ასევე მუნიციპალური სიკეთე, - ამბობს ბესიკ დონაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.