ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წალენჯიხაში კონცერტისთვის 25 ათასი დახარჯეს

ლელო

წალენჯიხაში „წალენჯიხობა-გრანელობის“ ღონისძიებაზე ჯგუფ „ურსას“ ერთსაათიან კონცერტში 25 ათასი ლარის გადახდას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. „ძლიერი საქართველო“ ამას არამიზნობრივ ხარჯვად მიიჩნევს და მოითხოვს, რომ ეს თანხა სკოლებში ბავშვთა უფასო კვებას მოხმარდეს.

წალენჯიხაში კონცერტისთვის 25 ათასი დახარჯეს
წალენჯიხაში კონცერტისთვის 25 ათასი დახარჯესTV პირველი

წალენჯიხაში 25 ათასი ლარი ერთსაათიანი კონცერტისთვის დახარჯეს - დოკუმენტების თანახმად, სწორედ ეს თანხა გადაურიცხეს ჯგუფ "ურსას" „წალენჯიხობა-გრანელობის“ ღონისძიებაზე შესრულებული მუსიკალური ნომრებისთვის.

აღნიშნულ ფაქტს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა - მათი თქმით, ეს ფულის არამიზნობრივი ხარჯვაა. "ძლიერ საქართველოს" აქვს ინიციატივა, რომ ეს ფული სკოლებში ბავშვთა უფასო კვებას მოხმარდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ წალენჯიხის ბიუჯეტი ძალიან მწირია, არამგონია მიზანშეწონილი იყო ერთსაათიან კონცერტში 25 ათასის გადახდა. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ მოსახლეობაში უდიდესი სიდუხჭირეა. რამდენიმე წლის წინ კოალიციურ თვითმმართველობასთან ერთად "ლელო-ძლიერმა საქარველომ" შეძლო და უნიკალური პროგრამა დანერგა, რომელსაც პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა ჰქვია. მივმართავ რამდენიმე დღეში მერს ინიციატივით, რომ პირველკლასელესბ დაემატოს შემდეგი კლასის მოსწავლეებიც და ვნახოთ, რეალურად, რამდენად არიან მზად მუნიციპალიტეტეის პრობლემებსი გასამკლავებლად. თუ კონცერტისთვსი ახმელა თანხის გამონახვა არის შესაძლებელი,დ არწმუნებული ვარ, უნდა გამოინახოს ის თანხა, რომელიც მოსახლეობას უდიდეს პრობლემას მოუხსნის ", - აცხადებს "ლელო-ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ათი ათასობით ლარი კონცერტებისთვის - მკვლევრები რეგიონებში საბიუჯეტო თანხების ხარჯვის პრიორიტეტებს აკრიტიკებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები