პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: თავს არავის ვესხმით, ვიტოვებთ უფლებას ვიყოთ კრიტიკულები ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება - ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზაზე

ქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო თავს არავის ესხმის, თუმცა იტოვებს კრიტიკის უფლებას ეროვნული ინტერესების დასაცავად. მისი თქმით, აშშ-სთან ურთიერთობები გადატვირთვის გზაზეა და ორ ქვეყანას შორის სწორი დინამიკა შეინიშნება.

შალვა პაპუაშვილი: თავს არავის ვესხმით, ვიტოვებთ უფლებას ვიყოთ კრიტიკულები ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება - ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზაზე
იმედინიუსი

თავს არავის ვესხმით, კრიტიკა ყოველთვის არის პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე. ვიტოვებთ უფლებას ვიყოთ კრიტიკულები ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება. ასე რომ, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის გაჩუმება, ამისთვის ერთადერთი გზაა, არ დაესხან თავს ქართველ ხალხს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელმაც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთს მუდამ ესხმის თავს.

პაპუაშვილის თქმით, ბოლო პერიოდმა აჩვენა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გადატვირთვის გზაზეა.

„რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობას, ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზაზე, ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის. კერძოდ, დაინიშნა ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, რომელიც პოზიტიურად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ და თანამშრომლობისთვის არის განწყობილი; არსებობს საგარეო უწყებებს შორის კომუნიკაცია; დაიწყო ტრამპ თაუერის პროექტის განხორციელება საქართველოში, რაც ნიშნავს ტრამპის პერსონალურ ნდობას საქართველოს სტაბილური განვითარების მიმართ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ამ ურთიერთობაში სწორი დინამიკაა. სხვა მხრივ განვაცხადეთ რა არის ჩვენი საზომი, როდის შეგვეძლება იმის თქმა, რომ ეს ურთიერთობა სრულად შეესაბამება ჩვენ წარმოდგენებს. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის ის კრიტერიუმი, როდესაც ვიტყვით, რომ კმაყოფილი ვართ ურთიერთობის იმ დონით რაც არის. ამის მზაობა გაცხადებული გვაქვს, რა მომენტშიც აშშ იქნება ამისთვის მზად, ჩვენ მხრიდან, იციან, რომ ჰყავთ კეთილსინდისიერი პარტნიორი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის, მათ შორის „ტრამპთაუერის“ განხორციელება გულისხმობს ტრამპის პერსონალურ ნდობას ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართ
  2. TV პირველიოპოზიციურიაშშ-თან ურთიერთობა "გადატვირთისკენ" მიდის - პაპუაშვილი
  3. BM.GEოპოზიციურისაქართველოში „ტრამპთაუერის“ დაწყება ტრამპის მხრიდან ქვეყნისადმი პირად ნდობას აჩვენებს - პაპუაშვილი
  4. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობები გადატვირთვის გზაზეა, ჩვენი მთავარი საზომი ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაა
  5. ფორმულაოპოზიციურიპაპუაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობა მიდის გადატვირთვის გზაზე, ჩვენ კმაყოფილი ვართ დინამიკით
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან უერთიერთობის შესახებ: “ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები