აშშ-თან ურთიერთობა "გადატვირთისკენ" მიდის - პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-სთან ურთიერთობები გადატვირთვის გზაზე მიდის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ამის დასტურაა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა, საგარეო უწყებებს შორის კომუნიკაცია და „ტრამპ თაუერის“ პროექტის დაწყება.

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ აშშ-თან ურთიერთობა "გადატვირთისკენ" მიდის. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარე პოზიტიურ დინამიკაზე საუბრისას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას, ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის კომუნიკაციასა და „ტრამპ თაუერის“ პროექტის დაწყებას ასახელებს.
რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობას, სწორედ ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზაზე. ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ვითარდება. კერძოდ, იმით, რომ დაინიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, კერძოდ, ის, რომ არსებობს საგარეო უწყებებს შორის კომუნიკაცია, ის, რომ ტრამპ თაუერის პროექტის განხორციელება დაიწყო საქართველოში, რაც გულისხმობს მათ შორის ტრამპის პერსონალურ ნდობას საქართველოს სტაბილური განვითარების მიმართ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს იმას, რომ სწორი დინამიკაა ამ ურთიერთობებში, - ამბობს პაპუაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის, მათ შორის „ტრამპთაუერის“ განხორციელება გულისხმობს ტრამპის პერსონალურ ნდობას ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართ
- BM.GEსაქართველოში „ტრამპთაუერის“ დაწყება ტრამპის მხრიდან ქვეყნისადმი პირად ნდობას აჩვენებს - პაპუაშვილი
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი: თავს არავის ვესხმით, ვიტოვებთ უფლებას ვიყოთ კრიტიკულები ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება - ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზაზე
- რუსთავი 2შალვა პაპუაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობები გადატვირთვის გზაზეა, ჩვენი მთავარი საზომი ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაა
- ფორმულაპაპუაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობა მიდის გადატვირთვის გზაზე, ჩვენ კმაყოფილი ვართ დინამიკით
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…