ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის, მათ შორის „ტრამპთაუერის“ განხორციელება გულისხმობს ტრამპის პერსონალურ ნდობას ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართ

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის. მისი თქმით, ამის დასტურია ახალი დინამიკა, საგარეო უწყებებს შორის კომუნიკაცია და „ტრამპთაუერის“ პროექტის განხორციელება, რაც ტრამპის პერსონალურ ნდობას გამოხატავს ქვეყნის მიმართ.

შალვა პაპუაშვილი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის, მათ შორის „ტრამპთაუერის“ განხორციელება გულისხმობს ტრამპის პერსონალურ ნდობას ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართ
შალვა პაპუაშვილი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის, მათ შორის „ტრამპთაუერის“ განხორციელება გულისხმობს ტრამპის პერსონალურ ნდობას ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართპირველი არხი

ჩვენ არავის ვესხმით თავს, 14 წელია, მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული, ჩვენი კრიტიკა ყოველთვის არის პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე, ჩვენ და ქართველი ხალხი ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გაჩუმება იმისთვის, რომ კომფორტში იყო, ამისთვის ერთადერთი გზა არის, ქართველ ხალხს თავს არ დაესხან.

„ამერიკასთან ურთიერთობას რაც შეეხება, ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზით, ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. კერძოდ, დაინიშნა ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, რომელიც ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, საგარეო უწყებებს შორის არსებობს კომუნიკაცია, მათ შორის „ტრამპთაუერის“ განხორციელება დაიწყო საქართველოში, რაც გულისხმობს ტრამპის პირად, პერსონალურ ნდობას საქართველოს სტაბილური განვითარების მიმართ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სწორი დინამიკა არის ამ ურთიერთობებში. ჩვენ განვაცხადეთ, რა არის ჩვენი საზომი, როდის შეგვეძლება თქმა, რომ ეს ურთიერთობა სრულად შეესაბამება ჩვენს წარმოდგენებს. ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის ის საზომი, როცა ვიტყვით, რომ კმაყოფილი ვართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამერიკასთან ურთიერთობას რაც შეეხება, ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზით, ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. კერძოდ, დაინიშნა ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, რომელიც ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, საგარეო უწყებებს შორის არსებობს კომუნიკაცია, მათ შორის „ტრამპთაუერის“ განხორციელება დაიწყო საქართველოში, რაც გულისხმობს ტრამპის პირად, პერსონალურ ნდობას საქართველოს სტაბილური განვითარების მიმართ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სწორი დინამიკა არის ამ ურთიერთობებში. ჩვენ განვაცხადეთ, რა არის ჩვენი საზომი, როდის შეგვეძლება თქმა, რომ ეს ურთიერთობა სრულად შეესაბამება ჩვენს წარმოდგენებს. ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის ის საზომი, როცა ვიტყვით, რომ კმაყოფილი ვართ“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის ითარგმნება პოლიტიკური ურთიერთობების შესაძლებლობებში - შალვა პაპუაშვილი თბილისში Trump Tower-ის მასშტაბური პროექტის დაწყებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები