ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან უერთიერთობის შესახებ: “ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დანგრეული პარტნიორობა აღადგინოს. მისი თქმით, ისინი კმაყოფილი არიან არსებული დინამიკითა და „ტრამპ თაუერის“ პროექტით და აშშ-ის მხრიდან მზაობის შემთხვევაში მზად არიან უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის.

შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან უერთიერთობის შესახებ: “ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდრო
შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან უერთიერთობის შესახებ: “ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდროPOSTV

“ჩვენ ვართ მზად, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია და რეგიონში აშშ-ის საუკეთესო პარტნიორი მოიძულა – ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორთან შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ცალი მხრიდან დაანგრია ეს ურთიერთობები და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი პარტნიორობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ საუბრისას.

„რა მომენტშიც აშშ-ის ადმინისტრაცია მზად იქნება შემდეგი ეტაპისთვის, იმ მომენტში ჩვენც მზად ვიქნებით.

ჩვენ არსად ვჩქარობთ. ჩვენი პოზიციები გვაქვს. ამ მეგობრობაში ჩვენ ვართ კეთილსინდისიერები და წინა ადმინისტრაცია მოიქცა არაკეთილსინდისიერად.

ვისაც ამ მიზნებთან ერთად უნდა ჩვენთან პარტნიორობა და ურთიერთობა, ყველას მივესალმებით. ჩვენ არავის ვაძალებთ, არც ბაიდენს ჩამოვკიდებივართ მაშინ კისერზე, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა. ვისაც უნდა ჩვენთან მეგობრობა, ყველა ხედავს, რომ ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორი.

მაშინ, როდესაც ამერიკას მთელი ევროპა დაემალა ავღანეთში, აი, დღეს რომ მჯიღს ირტყამენ ბალტიის ქვეყნები და ათი და ოცი კაცი რომ ჰყავდათ ავღანეთში, ჩვენ გვყავდა 1000 ჯარისკაცი ავღანეთში. ასე რომ ყველამ კარგად იცის – პარტნიორს თუ ეძებს, ყველაზე სანდო და კეთილსინდისიერი პარტნიორები ვართ ქართველები.

ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ, მათ შორის, იმ პროექტით, რასაც „ტრამპ თაუერი“ ჰქვია.

როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ამ რეგიონში საკუთარი სახელის წარმოჩენას ცდილობს, ესეც არის ის გზავნილი, რომელიც ამ დინამიკას ადასტურებს. რაც შეეხება კომუნიკაციას, იცით, რომ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარი. არის უწყებებს შორის კომუნიკაცია.

მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვართ მზად, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია და რეგიონში აშშ-ის საუკეთესო პარტნიორი მოიძულა – ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორთან შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა. ბაიდენის ადმინისტრაციამ ცალი მხრიდან დაანგრია ეს ურთიერთობები და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი პარტნიორობა“
შალვა პაპუაშვილი
„რა მომენტშიც აშშ-ის ადმინისტრაცია მზად იქნება შემდეგი ეტაპისთვის, იმ მომენტში ჩვენც მზად ვიქნებით. ჩვენ არსად ვჩქარობთ. ჩვენი პოზიციები გვაქვს. ამ მეგობრობაში ჩვენ ვართ კეთილსინდისიერები და წინა ადმინისტრაცია მოიქცა არაკეთილსინდისიერად. ვისაც ამ მიზნებთან ერთად უნდა ჩვენთან პარტნიორობა და ურთიერთობა, ყველას მივესალმებით. ჩვენ არავის ვაძალებთ, არც ბაიდენს ჩამოვკიდებივართ მაშინ კისერზე, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა. ვისაც უნდა ჩვენთან მეგობრობა, ყველა ხედავს, რომ ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორი. მაშინ, როდესაც ამერიკას მთელი ევროპა დაემალა ავღანეთში, აი, დღეს რომ მჯიღს ირტყამენ ბალტიის ქვეყნები და ათი და ოცი კაცი რომ ჰყავდათ ავღანეთში, ჩვენ გვყავდა 1000 ჯარისკაცი ავღანეთში. ასე რომ ყველამ კარგად იცის – პარტნიორს თუ ეძებს, ყველაზე სანდო და კეთილსინდისიერი პარტნიორები ვართ ქართველები. ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ, მათ შორის, იმ პროექტით, რასაც „ტრამპ თაუერი“ ჰქვია. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ამ რეგიონში საკუთარი სახელის წარმოჩენას ცდილობს, ესეც არის ის გზავნილი, რომელიც ამ დინამიკას ადასტურებს. რაც შეეხება კომუნიკაციას, იცით, რომ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარი. არის უწყებებს შორის კომუნიკაცია. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: თავს არავის ვესხმით, ვიტოვებთ უფლებას ვიყოთ კრიტიკულები ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება - ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები