შალვა პაპუაშვილი: „ჩვენ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასა და რუსეთს შორის. ასე იქნება ახლაც. ჩვენ რომ თავის დროზე ყური დაგვეგდო ბრიუსელისთვის, საბოლოოდ ყველა ყველაფერზე შეთანხმებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა“
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისევ გადაიტვირთება, ხოლო ბრიუსელის მოწოდებებისთვის ყურის დაგდების შემთხვევაში საქართველო ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული აღმოჩნდებოდა.

„ჩვენ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასა და რუსეთს შორის. ასე იქნება ახლაც. ჩვენ რომ თავის დროზე ყური დაგვეგდო ბრიუსელისთვის და იმისთვის, რასაც მოგვიწოდებდნენ, საბოლოო ჯამში ყველა ყველაფერზე შეთანხმებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსეთთან მიმართებით დასავლეთის შერბილებულ ტონს შეეხებოდა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველომ მოიგო იმ გადაწყვეტილებით, რომ არ აჰყვა ბრიუსელის მოწოდებებს და არ ჩაერთო ომში.
„ჩვენ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასა და რუსეთს შორის. ასევე, რამდენიმე თვეში დაწყებული ჩრდილოეთ ნაკადის მშენებლობა გერმანიასა და რუსეთს შორის და ყველაფერი დაუბრუნდა ნორმალურ ურთიერთობებს დასავლეთსა და რუსეთს შორის. ასე იქნება ახლაც, არავის ეჭვი არ შეეპაროს – ისევ გადატვირთავენ ურთიერთობებს, ისევ მოხდება ნორმალიზება. ერთადერთი, ვინც საბოლოო ჯამში დაზარალდება, დაზარალდება ის ხალხი, ვინც ომში არის უშუალო მონაწილე. 2008-შიც ასე იყო. საბოლოო ჯამში დაზარალებული დავრჩით ჩვენ, ხოლო სხვა ქვეყნებმა გადაალაგეს საკუთარი ურთიერთობები. ისტორიულადაც ასე ხდებოდა და ასე იქნება ამჯერადაც.
ჩვენ გვესმის, რომ საუბარი არის ევროპის ახალ არქიტექტურაზე, რომელიც რუსეთთან ერთად უნდა შემუშავდეს როგორც ჩანს. ერთი მხრივ აშშ და რუსეთი საუბრობენ, ევროკავშირი ამბობს, რომ უნდა ჩაერთოს ამ ურთიერთობაში, ვინაიდან მის უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება. ჩვენ რომ თავის დროზე ყური დაგვეგდო ბრიუსელისთვის და იმისთვის, რასაც მოგვიწოდებდნენ, საბოლოო ჯამში ყველა ყველაფერზე შეთანხმებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა. ეს იქნებოდა ჩვენი ბედი.
ვხედავთ, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, ისე, რომ თვითონ ერთი წვეთი სისხლიც არ დაუღვრიათ უკრაინის ომში, ახლა პრეტენზიებს აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდა იყვნენ ეს ქვეყნები და მათი ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. რაც თავისთავად გვაჩვენებს ქართველებს, თუ რამდენად ცინიკური არის სამყარო. ამიტომ ჩვენ ეს თავიდანვე უნდა ვიცოდეთ. და არა შემდეგ ვინანოთ რაღაც ნაბიჯები, როცა ჩვენ დავზარალდებით, არამედ თავიდანვე გავთვალოთ. ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ამ ყველაფერს რომ ვხედავდით, ამიტომ ესკალაციაში არ შევყევით, ვინც მოგვიწოდებდა. საქართველომ მხოლოდ მოიგო ამ ყველაფრით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაშალვა პაპუაშვილი – კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვა, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ასე იქნება ახლაც, საბოლოო ჯამში, ომში უშუალო მონაწილე ხალხი დაზარალდება
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა
შალვა პაპუაშვილი - გვესმის, რომ საუბარი არის ევროპის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელიც რუსეთთან ერთად უნდა შემუშავდეს, როგორც ჩანს - ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ვიქნებოდით დანგრეული და გაპარტახებული ქვეყანა
შალვა პაპუაშვილი: „ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა“
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასა და რუსეთს შორის. ასე იქნება ახლაც. ჩვენ რომ თავის დროზე ყური დაგვეგდო ბრიუსელისთვის და იმისთვის, რასაც მოგვიწოდებდნენ, საბოლოო ჯამში ყველა ყველაფერზე შეთანხმებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა“
„ჩვენ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასა და რუსეთს შორის. ასევე, რამდენიმე თვეში დაწყებული ჩრდილოეთ ნაკადის მშენებლობა გერმანიასა და რუსეთს შორის და ყველაფერი დაუბრუნდა ნორმალურ ურთიერთობებს დასავლეთსა და რუსეთს შორის. ასე იქნება ახლაც, არავის ეჭვი არ შეეპაროს – ისევ გადატვირთავენ ურთიერთობებს, ისევ მოხდება ნორმალიზება. ერთადერთი, ვინც საბოლოო ჯამში დაზარალდება, დაზარალდება ის ხალხი, ვინც ომში არის უშუალო მონაწილე. 2008-შიც ასე იყო. საბოლოო ჯამში დაზარალებული დავრჩით ჩვენ, ხოლო სხვა ქვეყნებმა გადაალაგეს საკუთარი ურთიერთობები. ისტორიულადაც ასე ხდებოდა და ასე იქნება ამჯერადაც. ჩვენ გვესმის, რომ საუბარი არის ევროპის ახალ არქიტექტურაზე, რომელიც რუსეთთან ერთად უნდა შემუშავდეს როგორც ჩანს. ერთი მხრივ აშშ და რუსეთი საუბრობენ, ევროკავშირი ამბობს, რომ უნდა ჩაერთოს ამ ურთიერთობაში, ვინაიდან მის უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება. ჩვენ რომ თავის დროზე ყური დაგვეგდო ბრიუსელისთვის და იმისთვის, რასაც მოგვიწოდებდნენ, საბოლოო ჯამში ყველა ყველაფერზე შეთანხმებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა. ეს იქნებოდა ჩვენი ბედი. ვხედავთ, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, ისე, რომ თვითონ ერთი წვეთი სისხლიც არ დაუღვრიათ უკრაინის ომში, ახლა პრეტენზიებს აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდა იყვნენ ეს ქვეყნები და მათი ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. რაც თავისთავად გვაჩვენებს ქართველებს, თუ რამდენად ცინიკური არის სამყარო. ამიტომ ჩვენ ეს თავიდანვე უნდა ვიცოდეთ. და არა შემდეგ ვინანოთ რაღაც ნაბიჯები, როცა ჩვენ დავზარალდებით, არამედ თავიდანვე გავთვალოთ. ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ამ ყველაფერს რომ ვხედავდით, ამიტომ ესკალაციაში არ შევყევით, ვინც მოგვიწოდებდა. საქართველომ მხოლოდ მოიგო ამ ყველაფრით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…