ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

დააკავეს კაცი, რომელსაც ხანდაზმული ქალის მკვლელობა ედება ბრალად

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანდაზმული ქალის განზრახ მკვლელობისა და კვალის დაფარვის მიზნით სახლისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კაცი დააკავეს.

დააკავეს კაცი, რომელსაც ხანდაზმული ქალის მკვლელობა ედება ბრალად
დააკავეს კაცი, რომელსაც ხანდაზმული ქალის მკვლელობა ედება ბრალადრადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავეს წარსულში, მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი კაცი, რომელმაც 21 სექტემბერს ხანდაზმული ქალი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ბრალდებულმა ფარულად შეაღწია ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა".

ქალი მიღებული დაზიანებებით, ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.