ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახეთში 85 წლის ქალი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სავარაუდო დამნაშავე სახლში ძარცვის მიზნით შეიჭრა, თანხა ვერ იპოვა, ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.

კახეთში 85 წლის ქალი მოკლეს
კახეთში 85 წლის ქალი მოკლესტაბულა

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ადგილობრივი მედიის, მთავარი ამბები კახეთიდან ცნობით, დამნაშავე მარტო მცხოვრები პენსიონერი ქალის სახლში, სავარაუდოდ, გვიან ღამით ძარცვის მიზნით შეიჭრა, მას შემდეგ კი რაც თანხა ვერ იპოვა, ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები