კახეთში 85 წლის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავეს
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალის მკვლელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა სახლში ფარულად შეაღწია, ხანდაზმულ ქალს ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.

შსს-ს ცნობით, დააკავეს კაცი, რომელმაც ფარულად შეაღწია ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, მოგვიანებით კი, კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.
შემთხვევა კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 5 დღის წინ მოხდა - ხანდაზმული ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული კაცი, უწყების ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშაა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ბრალდებულმა ფარულად შეაღწია ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ხანდაზმული ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო", - წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კახეთში 85 წლის ქალი მოკლეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.