სასტიკი დანაშაული ყვარელში -85 წლის ქალი მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელი პენსიონერთან სახლში შეიჭრა და თანხას ითხოვდა, ხოლო თანხის ვერს პოვნის შემდეგ ქალი მოკლა და კვალის დასაფარად სახლს ცეცხლი წაუკიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლეს.
ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელი მარტოხელა პენიონერთან სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
არაოფიციალურად ვრცელდება მოხუცის გაუპატიურების ვერსიაც, თუმცა არსებული ცნობით, წინასწარი დათვალიერებით, ეს ფაქტი არ დასტურდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.