ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახეთში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის კაცს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ კახეთში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი შველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს, ხოლო დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა.

კახეთში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის კაცს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
კახეთში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის კაცს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდატაბულა

კახეთში, ყვარლის მინიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალის, ელიკო ასაბაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს, გიორგი შველიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე მის 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

"23 წლის ბიჭი ვარ, მინგრევენ ცხოვრებას, მომავალს მინგრევენ. ყველამ იცის, რო უდანაშაულო ვარ. მთელი სოფელი ხელწერილს დაწერს, რომ არაფერი დამიშავებია. ეს ამბავი რომ მოხდა, არ ვიცოდი. მკვლელობა როდის მოხდა, არ ვიცი. სიძესთან ვიყავი და გამომიყვანეს სახლში. ღამის 3 საათი იყო, როცა სახლში მივედი. ვიყავი მთვრალი და მეძინა. დილით გამოიარა სახანძრომ და სასწრაფომ. მაშინ მითხრეს, ბაბო მოუკლავთო. "დამიგულეს" უპატრონო ბიჭია, გაჭირვებულიაო, მე მტენიან". - ინტერპრესნიუსის ცნობით, განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა.

ცნობისთვის, შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა. გამოძიების ვერსიით, "ბრალდებულმა ფარულად შეაღწია ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ხანდაზმული ქალი ადგილზე გარდაიცვალა".

კახეთში 85 წლის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავეს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„23 წლის ბიჭი ვარ, მინგრევენ ცხოვრებას, მომავალს მინგრევენ. ყველამ იცის, რო უდანაშაულო ვარ. მთელი სოფელი ხელწერილს დაწერს, რომ არაფერი დამიშავებია. ეს ამბავი რომ მოხდა, არ ვიცოდი. მკვლელობა როდის მოხდა, არ ვიცი. სიძესთან ვიყავი და გამომიყვანეს სახლში. ღამის 3 საათი იყო, როცა სახლში მივედი. ვიყავი მთვრალი და მეძინა. დილით გამოიარა სახანძრომ და სასწრაფომ. მაშინ მითხრეს, ბაბო მოუკლავთო. "დამიგულეს" უპატრონო ბიჭია, გაჭირვებულიაო, მე მტენიან“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კახეთში 85 წლის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები