ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა ხანდაზმულ ქალს - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანდაზმული ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, ცივი იარაღით და ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა მსხვერპლს, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.

ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა ხანდაზმულ ქალს - დაკავებულია 1 პირი
ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა ხანდაზმულ ქალს - დაკავებულია 1 პირიფორმულა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ბრალდებულმა ფარულად შეაღწია ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.

"მიღებული დაზიანებების შედეგად, ხანდაზმული ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიღებული დაზიანებების შედეგად, ხანდაზმული ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.