ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის ითარგმნება პოლიტიკური ურთიერთობების შესაძლებლობებში - შალვა პაპუაშვილი თბილისში Trump Tower-ის მასშტაბური პროექტის დაწყებაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" თბილისში "ტრამპ თაუერის" პროექტისა და 2-მილიარდიანი ინვესტიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები პოლიტიკურ შესაძლებლობებში ითარგმნება და აშშ-ის წინა ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭებაში დაადანაშაულა. პაპუაშვილმა ასევე გააკრიტიკა ჯო უილსონი და ის დეზინფორმაციაში დაადანაშაულა.

ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის ითარგმნება პოლიტიკური ურთიერთობების შესაძლებლობებში - შალვა პაპუაშვილი თბილისში Trump Tower-ის მასშტაბური პროექტის დაწყებაზე
ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის ითარგმნება პოლიტიკური ურთიერთობების შესაძლებლობებში - შალვა პაპუაშვილი თბილისში Trump Tower-ის მასშტაბური პროექტის დაწყებაზერუსთავი 2

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გადაცემა "ღამის კურიერში" იმ უპირატესობებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანა "ტრამპ თაუერის" აშენებით მიიღებს.

გარდა ეკონომიკური ბენეფისებისა, პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე.

"ეს არის 2-მილიარდიანი ინვესტიცია. ტრამპის ბრენდის შემოსვლა საქართველოში, რეგიონში, როგორც პროექტი, რომლის განხორციელებაც დაიწყო, არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვის, სადაც შედის ტრამპის ორგანიზაცია თავის სახელით, იქ სხვებიც მეტად დაცულად გრძნობენ თავს და ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი აქვს.

მეორე მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის ითარგმნება პოლიტიკური ურთიერთობების შესაძლებლობებში.

სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციის ბრალია გაფუჭებული ურთიერთობა საქართველოსთან და ქართველ ხალხთან, რაც მოხდა 2024 წელს. რა მოიგო ამისგან წინა ადმინისტრაციამ - არაფერი. მაშინ, მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა. წინა ადმინისტრაციამ ბევრი რამ გააფუჭა, უპირველეს ყოვლისა, ამერიკისთვის, თავად ამერიკის პოზიციები შელახა, როდესაც საქართველოს, როგორც ამ რეგიონში ყველაზე ერთგულ პარტნიორს, იმის გამო შეუჩერა სტრატეგიული პარტნიორობა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ აირჩია ხალხმა და არ დააბრუნა ხელისუფლებაში.

ამის შემდეგ ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას ამ ურთიერთობებში, იქნება ეს უმაღლეს თუ სამუშაო დონეზე. გუშინ იყო ჯო უილსონის ყველაზე დიდი მხილება. ამერიკის მტერს ეძახის საქართველოსა და ქართველ ხალხს და გუშინ ვიხილეთ, თუ როგორი მტერი არის საქართველო - ამერიკის მტერ ქვეყანაში, ამერიკის პრეზიდენტის სახელი ბრენდად იყოს წარმოდგენილი ბიზნესპროექტში და მისი შვილი საუბრობდეს იმაზე, თუ რამხელა მეგობარი არის ამერიკისთვის საქართველო. ჯო უილსონის ყველაზე დიდი მხილება შედგა გუშინ. ჯო უილსონი კრებსითი სიტყვაა მათთვის, ვინც ცდილობს დეზინფორმაციით საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ აირჩია ხალხმა და არ დააბრუნა ხელისუფლებაში. ამის შემდეგ ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას ამ ურთიერთობებში, იქნება ეს უმაღლეს თუ სამუშაო დონეზე. გუშინ იყო ჯო უილსონის ყველაზე დიდი მხილება. ამერიკის მტერს ეძახის საქართველოსა და ქართველ ხალხს და გუშინ ვიხილეთ, თუ როგორი მტერი არის საქართველო - ამერიკის მტერ ქვეყანაში, ამერიკის პრეზიდენტის სახელი ბრენდად იყოს წარმოდგენილი ბიზნესპროექტში და მისი შვილი საუბრობდეს იმაზე, თუ რამხელა მეგობარი არის ამერიკისთვის საქართველო. ჯო უილსონის ყველაზე დიდი მხილება შედგა გუშინ. ჯო უილსონი კრებსითი სიტყვაა მათთვის, ვინც ცდილობს დეზინფორმაციით საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებას“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.