პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში” • POSTV

პოსტივისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კმაყოფილები არიან ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დინამიკით და მზად არიან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ათვლის წერტილით დასაწყებად. მან ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე დასწრება მნიშვნელოვანი იყო.

შალვა პაპუაშვილი: “კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში” • POSTV
POSTV

„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაერო-ში ყოფნის დროს ჰქონდა შესაძლებლობა, აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევით დასწრებოდა მიღებას და ჰქონდა, მათ შორის, შესაძლებლობა, რომ მოკლე გასაუბრება ჰქონოდა როგორც პრეზიდენტთან, ისე უფრო დეტალური გასაუბრება – სახელმწიფო მდივანთან”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

“ჩვენ ასეთი ურთიერთობების დროს ყოველთვის ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ ახალი ათვლის წერტილით დაიწყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა.

დანარჩენი დამოკიდებულია მათზე, ვინც უპასუხებს ამ ჩვენს მზადყოფნას. ასე რომ, ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში.

სამწუხაროდ, ძალიან დააზიანა წინა ადმინისტრაციამ ეს ურთიერთობები და მნიშვნელოვანია, რომ ეს ზიანი აღმოიფხვრას და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მიღება 22 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ტაბულაოპოზიციურიპაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რაც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობები გადატვირთვის გზაზეა, ჩვენი მთავარი საზომი ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები