ირაკლი კობახიძე – 27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს, ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და განაცხადა, რომ აუცილებელია მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას – ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე განუცხადა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურის თქმით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
„27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს და პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას. ეს დღე შეგვახსენებს, რომ გვაქვს ვალი ამ გმირების წინაშე. ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს იყო მათი ოცნება. სწორედ ამ ოცნებას შეეწირნენ ჩვენი გმირები და ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მათიო ოცნების ასახდენად“, – განაცხადა პრემიერმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.