ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პრემიერი - 27 სექტემბერი შეგვახსენებს, რომ გვაქვს ვალი გმირების წინაშე, ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ეს იყო მათი ოცნება და სწორედ ამ ოცნებას შეეწირნენ ჩვენი გმირები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

პრემიერი - 27 სექტემბერი შეგვახსენებს, რომ გვაქვს ვალი გმირების წინაშე, ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ეს იყო მათი ოცნება და სწორედ ამ ოცნებას შეეწირნენ ჩვენი გმირები
პრემიერი - 27 სექტემბერი შეგვახსენებს, რომ გვაქვს ვალი გმირების წინაშე, ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ეს იყო მათი ოცნება და სწორედ ამ ოცნებას შეეწირნენ ჩვენი გმირებიინტერპრესნიუსი

27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე განუცხადა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

„27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს და პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას. ეს დღე შეგვახსენებს, რომ გვაქვს ვალი ამ გმირების წინაშე. ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს იყო მათი ოცნება. სწორედ ამ ოცნებას შეეწირნენ ჩვენი გმირები და ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მათიო ოცნების ასახდენად", - განაცხადა პრემიერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.