ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თეა ახვლედიანი – პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას და ქედს ვიხრით საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული გმირების წინაშე

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

თეა ახვლედიანი – პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას და ქედს ვიხრით საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული გმირების წინაშე
თეა ახვლედიანი – პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას და ქედს ვიხრით საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული გმირების წინაშეპირველი არხი

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავზე იმყოფებოდა, მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა ჟიული შარტავას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

„დღეს, პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას და ქედს ვიხრით საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული გმირების წინაშე. 33 წლის შემდეგაც, უმძიმესი მოსაგონარია 27 სექტემბერი, როდესაც სოხუმი იცლებოდა ქართველებისგან და ათასობით ჩვენი მოქალაქე განიცდიდა დაღუპულთა გლოვის, თუ მშობლიური მიწა-წყლის იძულებით დატოვების მოუშუშებელ ტკივილს. ის ტრაგიკული დღეები ატარებს აფხაზთა და ქართველთა ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის ღირსეული მაგალითების მეხსიერებასაც, რაც მჯერა, აუცილებლად დაგვაძლევინებს საერთო ტკივილს და განაპირობებს ურთიერთპატივისცემით განმტკიცებული კავშირების აღდგენას და შერიგებას, ჩვენი დროებით დაშორებული ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს, პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას და ქედს ვიხრით საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული გმირების წინაშე. 33 წლის შემდეგაც, უმძიმესი მოსაგონარია 27 სექტემბერი, როდესაც სოხუმი იცლებოდა ქართველებისგან და ათასობით ჩვენი მოქალაქე განიცდიდა დაღუპულთა გლოვის, თუ მშობლიური მიწა-წყლის იძულებით დატოვების მოუშუშებელ ტკივილს. ის ტრაგიკული დღეები ატარებს აფხაზთა და ქართველთა ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის ღირსეული მაგალითების მეხსიერებასაც, რაც მჯერა, აუცილებლად დაგვაძლევინებს საერთო ტკივილს და განაპირობებს ურთიერთპატივისცემით განმტკიცებული კავშირების აღდგენას და შერიგებას, ჩვენი დროებით დაშორებული ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ!“
თეა ახვლედიანი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.