პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია – გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, მხოლოდ მშვიდობით და ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გმირთა მემორიალთან დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და განაცხადა, რომ აფხაზი და ოსი დებისა და ძმების დაბრუნება მხოლოდ მშვიდობითა და ურთიერთშერიგებით უნდა მოხდეს.

ირაკლი კირცხალია – გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, მხოლოდ მშვიდობით და ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები
პირველი არხი

გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით და პრაგმატული პოლიტიკით, ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ერთმანეთი, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გმირთა მემორიალთან განაცხადა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

კირცხალიას თქმით, საქართველომ გამოიარა ძალიან მძიმე წლები და თავის უახლეს ისტორიაში გაიგო, რა არის ომის ფასი.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და ქედს იხრის დაღუპული გმირების წინაშე.

„ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ მსგავსი ტრაგედია საქართველოში არასდროს განმეორდეს. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და სურვილია, მოხდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კირცხალია: გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, მხოლოდ მშვიდობით და პრაგმატული პოლიტიკით, შერიგებით დავიბრუნოთ ერთმანეთი, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კირცხალია - გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობით, პრაგმატული პოლიტიკით და ურთიერთშერიგებით დავუბრუნდეთ ერთმანეთს - ჩვენ, ჩვენი აფხაზი, ოსი დები და ძმები
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: 27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას - ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები