პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე: „27 სექტემბერი უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დიდება და პატივი იყოს სამშობლოს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყნის ხელმძღვანელებთან ერთად ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი შეამკო და განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოა და ოკუპაცია დროებითია.

კახა კალაძე: „27 სექტემბერი უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დიდება და პატივი იყოს სამშობლოს
POSTV

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

თბილისის მერის თქმით, ხელისუფლების ვალია ისეთი ძლიერი, მშვიდობიანი და გაერთიანებული ქვეყნის შენება, სადაც დაბრუნება ყველასთვის ღირსეული და სასურველი იქნება.

„27 სექტემბერი უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დიდება და პატივი იყოს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების, ომს შეწირული მშვიდობიანი მოსახლეობის. 33 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ ქალაქი, არამედ ქვეყნის გული. ვერ გაანელა დრომ ის ტკივილი, რომელიც ამ ომმა დაგვიტოვა – დაღუპული ადამიანები, ასობით ათასი დევნილი, დაკარგული ისტორიული მიწა და, რაც ყველაზე მთავარია, სურვილი – საკუთარ სახლში დაბრუნების. მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული. აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული - აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო!
  2. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული, აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო
  3. რუსთავი 2სამთავრობოკახა კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
  4. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: 27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას - ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები