შალვა პაპუაშვილი: ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდე“-ს მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, არიან ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუ „ალდე“ არ მოახდენს რეაგირებას მის წევრ „ლელოსა“ და მის მიერ წარმოებულ „ქსენოფობიურ კამპანიაზე“, ის უნდა ჩაითვალოს ტერორისტებისა და ქსენოფობიის შემწყნარებელ ალიანსად.

ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდე“-ს მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, არიან ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა „ალდე“-ს წევრი „ლელოს“ მიერ წარმოებულ ქსენოფობიურ კამპანიაზე ისაუბრა.
„მე სპეციალურად მაქვს ხოლმე რეაქცია ასეთ მომენტებზე, ვინაიდან საჭიროა, რომ ეს მომენტები მოინიშნოს და ყველამ დავიმახსოვროთ. ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ როცა ჩვენ გარკვეული ჯგუფები ევროპულ ღირებულებებზე გვესაუბრებიან, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ჯგუფები ახლოსაც არ არიან გავლილი არა თუ ევროპულ, ადამიანურ ღირებულებებთანაც კი. „ალდეზე“-ზე როცა ვსაუბრობთ, მათ დღეს თავის წევრებში და წრეში ჰყავთ პარტია „ლელო“, რომელიც ტერორისტის თანამებრძოლი არის. არ დაგმეს, არ გაემიჯნნენ, არ გარიცხეს, მიიღეს შემდეგი ეტაპი.
დღეს ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია, რომელშიც „ლელო“ ჩაერთო სლოგანით „არაბიზაცია“, რაც თავისთავად, ერთი მხრივ არის აბსოლუტური ტყუილი და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია, მაგრამ ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ მათ შორის, ქსენოფობიურ ელფერს.
ასე რომ, ვნახოთ ახლა, იქნება თუ არა რაიმე რეაქცია „ალდე“-ს მხრიდან. „ალდე“-ს ოფიციალურად გაცხადებული აქვს, ის გახლავთ ლიბერალური პარტია და ოფიციალურად აქვთ გაცხადებული, რომ ქსენოფობია და ეთნიკური დაყოფა არის ის, რასაც ისინი ებრძვიან. ახლა აღმოჩნდა, რომ არა თუ ებრძვიან, მათი წევრი არის ქსენოფობიური კამპანიის ავტორი. ეს მეორე შანსი არის მათთვის, რომ გაემიჯნონ ამ პარტიას. თუ არ გაემიჯნებიან, ჩვენ უბრალოდ, ვიცოდეთ, რომ ეს პარტია და ალიანსი, რომლის ლიდერები არიან სხვათა შორის, არიან კაია კალასი, მარტა კოსი, არის შემწყნარებელი ქსენოფობიის მიმართ.
ასე რომ, დაველოდებით კიდევ რამდენიმე დღე, რამე რეაქცია იქნება თუ არა და აქედან უკვე საზოგადოება ჩვენს დასკვნას გამოვიტანთ. ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდე“-ს მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, არიან ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, გამიჯვნოდა "ლელოს" ტერორისტ თანაგუნდელს, ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას - შალვა პაპუაშვილი
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი: ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – „ალდეს“ წევრმა „ლელომ“ ქსენოფობიური კამპანია დაიწყო, ვნახოთ, თუ აღმოჩნდება „ალდე“ მის მიერვე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას
- POSTVშალვა პაპუაშვილი: „ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ
- ინტერპრესნიუსიშალვა პაპუაშვილი - „ალდეს“ მეორე შანსი აქვს, რომ „ლელოს“ გაემიჯნოს - ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია სლოგანით: „არაბიზაცია“, რაც აბსოლუტური ტყუილია, მაგრამ, ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ ქსენოფობიურ ელფერს
- რუსთავი 2ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია, რომელსაც "ლელო" ჩაერთო სლოგანით "არაბიზაცია", ვნახოთ იქნება თუ არა რაიმე რეაქცია "ალდეს" მხრიდან, მეორე შანსია მათთვის, რომ გაემიჯნონ ამ პარტიას - შალვა პაპუაშვილი
ციტატები სტატიიდან
„მე სპეციალურად მაქვს ხოლმე რეაქცია ასეთ მომენტებზე, ვინაიდან საჭიროა, რომ ეს მომენტები მოინიშნოს და ყველამ დავიმახსოვროთ. ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ როცა ჩვენ გარკვეული ჯგუფები ევროპულ ღირებულებებზე გვესაუბრებიან, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ჯგუფები ახლოსაც არ არიან გავლილი არა თუ ევროპულ, ადამიანურ ღირებულებებთანაც კი. „ალდეზე“-ზე როცა ვსაუბრობთ, მათ დღეს თავის წევრებში და წრეში ჰყავთ პარტია „ლელო“, რომელიც ტერორისტის თანამებრძოლი არის. არ დაგმეს, არ გაემიჯნნენ, არ გარიცხეს, მიიღეს შემდეგი ეტაპი. დღეს ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია, რომელშიც „ლელო“ ჩაერთო სლოგანით „არაბიზაცია“, რაც თავისთავად, ერთი მხრივ არის აბსოლუტური ტყუილი და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია, მაგრამ ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ მათ შორის, ქსენოფობიურ ელფერს. ასე რომ, ვნახოთ ახლა, იქნება თუ არა რაიმე რეაქცია „ალდე“-ს მხრიდან. „ალდე“-ს ოფიციალურად გაცხადებული აქვს, ის გახლავთ ლიბერალური პარტია და ოფიციალურად აქვთ გაცხადებული, რომ ქსენოფობია და ეთნიკური დაყოფა არის ის, რასაც ისინი ებრძვიან. ახლა აღმოჩნდა, რომ არა თუ ებრძვიან, მათი წევრი არის ქსენოფობიური კამპანიის ავტორი. ეს მეორე შანსი არის მათთვის, რომ გაემიჯნონ ამ პარტიას. თუ არ გაემიჯნებიან, ჩვენ უბრალოდ, ვიცოდეთ, რომ ეს პარტია და ალიანსი, რომლის ლიდერები არიან სხვათა შორის, არიან კაია კალასი, მარტა კოსი, არის შემწყნარებელი ქსენოფობიის მიმართ. ასე რომ, დაველოდებით კიდევ რამდენიმე დღე, რამე რეაქცია იქნება თუ არა და აქედან უკვე საზოგადოება ჩვენს დასკვნას გამოვიტანთ. ყოველ ჯერზე, როდესაც „ალდე“-ს მხრიდან იქნება რაიმე სახის პრეტენზია საქართველოს მიმართ, უნდა მივუტრიალდეთ და ვუთხრათ, რომ არიან ტერორისტების შემწყნარებლები და ახლა თუ რეაგირება არ ექნებათ, არიან ქსენოფობიის შემწყნარებელი ალიანსი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…